What’s New Here
მოკლედ, დიდი ამბებია ჩემს ბლოგზე…
ამ ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ბლოგინგის ხალისი დამიბრუნდა… სად იყო და სად არა, გამოძვრა რა თავისით
ხოდა შედეგები:
1. სმაილების გვერდი, საკმაოდ ბევრი ვიწვალე, მაგრამ მომწონს… – http://spieler.ge/smiles/
უახლოეს მომავალში იგეგმება ახალი სმაილჩიკების დამატება.
აქვე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი რეკლამა ან ბანერი (რათქმაუნდა ან ბანერ-ექსჩეინჯ სისტემით).
2. DFG – Daily Flash Game – ახალი ხილი… ანუ ყოველ დღე ვდებ რაღაც ახალ ფლეშ-თამაშს, თქვენ შემოდიხართ, ერთობით, იმხობთ თავზე აქაობას და თვის ბოლოს გაკეთებულ პოლში პასუხობთ რომელი თამაშია ღირსი შევიდეს თვის ათეულში (რომელსაც დავდებ ცალკე ფლეშ-თამაშების ბლოგზე).
- FDG–ზე გადასასვლელი ღილაკი შეგიძლიათ იხილოთ მთავარ ბლოგის ჰორიზონტალურ მენიუში (მარცხნიდან მეორე)
)
3. რადიო 105-ის არტები. http://spieler.ge/105/
ამას წარგდგენა არ ჭირდება, ყველა არტი ერთად, შემოხვალთ და უსმენთ… ერთ ბლოგზე ვნახე და მომეწონა… ხოდა რაღა იქ ვიარო, აქ გავხსნი ხოლმე ჩემს ბლოჰში…
________________________________
სულ ეს არ არის… უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი საინტერესო რამე დაემატება აქანე… თუ თქვენც რამე იდეას მომაწოდებთ, განხვიხილავ და შეძლებისდაგვარად, განვახორციელებ…
ჩემს ცხოვრებაში საინტერესო სხა მგონი არაფერი ხდება… სულიერად ვემზადები ბარკემპისთვის… (ცოტა არ იყოს და ბლომად გვიჯდება)… ხვალ კაი დღეა – პარასკევი (კაი იმიტომაა, რომ ზეგ შაბათ-კვირა მოდის)…
მარუსა ფაციფუცობს, ახალ პროექტებს ქოქავს…
ხო, აი ეს ვინდოუს მობაილი მინდა კსტაწი… მაგარი რამეა hp ipaq 211 enterprise handheld pc
ახლა წავეი, დავიძინო… ხვალ 7:30-ზე უნდა ავდგე…
თქვენ იცით…


<3
105-ის არტების გვერდი ყველაზე კარგი რამეა
kacma ro gkitxos dakavebuli xar 1 wuti ar gcalia ;( Fandarast ;(
ხაით!
დისკო, მისატკავებდი?