Posts Tagged ‘მუსიკა’
ქმრების კლუბი
მოკლედ, გუშინწინ მომივიდა იდეა, გამეკეთებინა უცხოენოვანი ბლოგი .com-დომენზე. ხოდა ბევრი ვიფიქრე, რა თემაზე შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო წერა. და მოვიფიქრე…
ასე დაიბადა – http://hubbyclub.com (ვინც არ იცის hubby არის კნინობითი ფორმა “husband”-ის). ბლოგზე სავარაუდოდ დავწერ ქმრის ამპლუაში ჩემი “დიდი გამოცდილების” შესახებ. ნუ დიდია თუ პატარა არ ვიცი, მარა რო მუშაობს ის მეთოდები, რასაც ვიყენებ მარუსასთან ურთიერთობაში, ეგ ცხადია (მარის კითხეთ).
ცოლ-ქმარს შორის დიპლომატია არ უნდა იყოსო, ზოგი ამბობს, პირდაპირ უნდა აჯახო ყველა სათქმელი (და არა მარტო სათქმელიო) და არ უნდა ითამაშო სხვანაირი ტიპიო…
Tags: ბიჭი, გოგო, კაცი, მუსიკა, ოჯახი, სასხლი, საჩუქარი, სექსი, სიყვარული, ქალი, ქმარი, ცოლი
გიტარა! ელექტრო! ბლუზი!
მოკლედ გიტარის სწავლა რომ დავიწყე მე-6 კლასში (გძეტა ეგრე რა), მქონდა ერთი საწყალი ბიძაჩემის ნახმარი ლენინგრადის გიტრარა
დიდი ხანი ვაწვალებდი მაგ ანტიკვარულ საბჭოთა ნაწარმს, სანამ ერთხელაც დედაჩემმა ახალი გიტარისთვის ფული არ მომცა. მეც მაშინვე გავექანე და მუსიკის სახლში, რომელიც მაშინ კეკელიძეზე გახსნილი ახალი ხილი იყო, ჩემი ნახევრადაკუსტიკური მირაჟი შევიძინე
და აი, 3-4 წლის მერე, ნანატრი ელექტრო გიტარაც ვიყიდე
ო იეა…
შავი ფერის SX
გიბსონის სტილი… მომწონს… ხელში ავიღე თუ არა, მივხვდი რომ ბლუზის დასაკრავად იყო შექმნილი, ხოდა სანამ ვიყდიდი გიტარას, მანამდე ბლუზის ლიკებს ჩავუჯექი
რაღაც ჩამითრია…
“blues is nothing else, than good man feeling bad” – ეს არის ფრაზა ჩემი უსაყვარლესი კინოდან
(crossroads)
მაგრამ, მე რანცხა არ მგონია მასე, როცა კარგ ხასიათზე ვარ ბლუზის დაკვრა მაშინ მინდება… ხოდა ეს ბოლო ერთი კვირაა, slow და shuffle blues-ებს ვამუღამებ
მაგარი არი, მაგარი
წავეი ახლა ცოტა კიდე წავიმეცადინო და მერე ჩემი სამსახურის საიტს მივხედო, თჴე ორშაბათს იხსნება და ოოო…
