Posts Tagged ‘კომბი’
Marshall MG30DFX
March 14th, 2009
როგორც ირაკლი ჩხეიძე (“შუა ქალაქში”) ამბობს ხოლმე:
“დღეს დიდი დღეა მეგობრებო, დიიიდიიი”
მოკლედ,ახლა რაშია საქმე. როგორც იცით ამასწინათ ვიყიდე SX-ის ელექტრო გიტარა… ნუ კაია როგორ ინსტრუმენტი, მარა რაღაც აკლდა… და ეს რაღაც იყო ეფექტები. (ელექტრო გიტარისთვის ეს დიდი “რაღაც” არის).
რა არ ვცადე, რა პროგრამა აღარ გადმოვწერე/ჩავწერე კომპში, მარა… ნეა… არაფერმა მომცა საჭირო ზვუკი… არადა დისტორშენის ან ოვერდრაივის გარეშე, ელექტრო გიტარა თითქმის არაფერია
მარუსას ბლოგს ვინც გადახედა გუშინ, ეცოდინება, რომ ამანათი ჩამოვიდა საბერძნეთიდან, სადაც მისი ვარდისფერი ფოტო აპარატი იდო. მაგრამ მარუსას არ დაუწერია, რომ აპარატის გარდა იქ იყო ფულიც (ბევრი ფული), რომელიც დედაჩემმა გამომიგზავნა კომბის საყიდლად (მაგარია დედაჩემი :love:)
