Posts Tagged ‘ბნელა’
ქალაქი…
February 26th, 2009
ქალაქში ყველას ერთი სახე აქვს
შეკრული შუბლი, დახშული ბაგე
უაზრო მზერა, შენი არ მჯერა
ზიზღის ისრები მოვიმარაგე.
სიმყრალე ქუჩის, ქალის თითები
გახსნას ლამობენ შარვლის ღილების
და ამ თითებზე დაღვრილი სპერმა
არშემდგარი ბრბო შენი შვილების.
ის ოცდაათი ბინძური ვერცხლი
ისევ ჩხრიალებს ტყავის ქისაში
და საუკუნის კითხვად კვლავ რჩება:
“ვისია ვისაში?!”
აქ ტყუილისთვის ჯილდოს მოგცემენ
სიმართლის ცოდნა არავის უნდა
სიტყვა “სიყვარული” ენიდან ამოიღეს,
სიტყვა “მეგობრობა” უკვე გადახუნდა.
გაყიდე ლექსებით სავსე ფურცლები
მიზანი ერთია – ავივსოთ მუცლები.
ნაგვით მოფენილ ქუჩებში
მივიკლვევთ გზას და მივდივართ,
ჩვენ ყველა ფეხებზე გვკიდია,
ჩვენ ყველას ფეხებზე ვკიდივართ.
PS. აგი სიმღერაა და არა ლექსი..
Tags: ბნელა, ნაგავი, ს(ასო)გადოება, ქალაქი
