Marshall MG30DFX

როგორც ირაკლი ჩხეიძე (“შუა ქალაქში”) ამბობს ხოლმე:

“დღეს დიდი დღეა მეგობრებო, დიიიდიიი”

მოკლედ,ახლა რაშია საქმე. როგორც იცით ამასწინათ ვიყიდე SX-ის ელექტრო გიტარა… ნუ კაია როგორ ინსტრუმენტი, მარა რაღაც აკლდა… და ეს რაღაც იყო ეფექტები. (ელექტრო გიტარისთვის ეს დიდი “რაღაც” არის).

რა არ ვცადე, რა პროგრამა აღარ გადმოვწერე/ჩავწერე კომპში, მარა… ნეა… არაფერმა მომცა საჭირო ზვუკი… არადა დისტორშენის ან ოვერდრაივის გარეშე, ელექტრო გიტარა თითქმის არაფერია :)

მარუსას ბლოგს ვინც გადახედა გუშინ, ეცოდინება, რომ ამანათი ჩამოვიდა საბერძნეთიდან, სადაც მისი ვარდისფერი ფოტო აპარატი იდო. მაგრამ მარუსას არ დაუწერია, რომ აპარატის გარდა იქ იყო ფულიც (ბევრი ფული), რომელიც დედაჩემმა გამომიგზავნა კომბის საყიდლად (მაგარია დედაჩემი :love:) :D

ხოდა დღეს აღარ დავახანე და… აი შედეგიც…

mg30dfx

კარგი რამეა… :)

30 ვატი საკმარისია, რომ მეზობლებმა პირველ სართულზე იგრნონ ბგერის ტალღა :)

მონაცემები:

Twin footswitchable channels – Clean and Overdrive
Independent tone controls for Bass amd Treble on each channel
Contour Control for dramatic mid sweep and “scooping”
Emulated Line Out jack and Headphone jack
CD input which allows you to play along to your favorite discs
Built-in Digital Effects – Reverb, Chorus, Flange, and Delay
10 in. custom-voiced speaker
FDD (Frequency Dependent Damping)

Technical Info

Output (RMS): 30W
Channels: 2
Footswitchable Channels: yes
CD Input: yes
Emulated Line Out: yes
Emulated Headphone: yes
Spring Reverb: none
Digital Effects: none
FDD: yes
Speaker: 1 x 10 in.
Dimensions: 476 x 408 x 240 mm
Weight: 9.6 kg

მოკლედ აი ლავ ით…

როცა კომბის ყიდვა გადავწყვიტე, ძალიან მომეწონა ეს მოდელი, მარა მიფასის საიტზე რაღაც გრნადიოზული თანხა ეწერა (თურმე შეცდომით). ხოდა მეთქი, მოდი, ფენდერს ვიყიდი 25 ვატიანს… ვრეკავ გუშინ, ფული რომ ავიღე და მეუბნებიან, ფენდერი ახლა გავყიდეთო, 5 წუთის წინო… ვახ… დავიგრუზე. მაინც მივედი დღეს, ვიფიქრე, რამეს ავარჩევთქო… და კანტროლზე ვიკითხე ამის ფასი… კაკრაზ ის ფასი იყო, მე რო მაწყობდა :)
თან 20 ლარიანი სიმების კომპლექტი მაჩუქეს :) აუ ისე ახალი იობანეზი უდევთ და დამრჩა თალი 500 სჩემტა ბაქსავ ღირს, თეთრია… :user: ოდესმე მაგასაც ვიყიდი :) აუცილებლად…

წავედი ახლა უკვე რვის ნახევარია, შეიძება მეზობლების გაღვიძება :evil:

9 Comments

Leave a Reply