I AM HUNGRY

მოკლედ, მეორე კვირაა უკვე რაღაც საშინელ დიეტაზე ვზივარ, არაფერი მეჭმევა თითქმის… ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ბრმანაწლავმა შემაწუხა(არადა გდებულიყო თავისთვის), მივედი ექიმთან და ოოო, ესაო, ისაო, ანთება დაწყებული გაქვსო, სახე გეხევაო, დიეტაზე უნდა დაჯდეო, კუჭს ასე ჭირდებაო. დავჯექი დიეტაზე… ნუ პირელი ორი დღე არაუშავდა რა, ვძლებდი, აი მერე დამერხა… და ეს უკვე მეორე კვირაა დარხეული ვარ… ამოვიდა ყელში სუპი/მაწონი/ხაჭო… გრრ… და კიდე ვაშლატამა (სხვა ხილი თითქმის არ შეიძლება). მარი უშედეგოდ ცდილობს დამამშვიდოს იმითი, რომ წონაში დავიკლებ… ან როგორ უნდა დავმშვიდდე, როცა სულ მშია, მშია, მშია, მშია, მშია, მშია, მშია, მშია…

უხორცობას და უხაჭაპურობას კიდე აიტანს კაცი, მარა… შოკოლადი და გაზიანი სასმელიც არაო… აი მანდ კი არ დამერხა, არა… დამენძრაააა… მაღაზიაში რომ შევდივარ, თვალს ვარიდებ ყველაფერს, მივდივარ, პურს ვყიდულობ და გამოვდივარ… ჩემი თანამშრომლები სოლიდარობას მიწევენ და ხაჭაპურს აღარ ყიდულობენ, მგონი საერთოდ გადაეჩვიენ ჭამას… ხოდა ბოლოს რო ვეღარ გაძლეს, გავიდნენ შვებულებაში… :) დავრჩით მე და კარენა ოთახში… ეს ისედაც მაწონის მეტს არაფერს ჭამდა… (ეტყობა კიდეც, ერთი დაბანაა დარჩენილი). ხოდა ისე შემზიზღდება მაწონი მალე, რომ ალბათ ჩემს საშინელ კოშმარებში ”მაგდანას ლურჯა” მომელანდება… :(

მოკლედ, იმედია, მალე მოვრჩები ამ დიეტას. წავალ სადმე რესტორანში და იმდენს შევჭამ, რომ მერე ერთი თვეც რო მომიწიოს დიეტაზე ყოფნა, საჭმლისკენ გახედვა აღარ მომინდეს…

15 Comments

  • ჩორვენი¹³ says:

    1) mezareba convert ge
    2) geyo cucuni
    3) shens asakshi shokoladi isedac zlaian sashishia
    4) nechavo aitane da mere bevri shokoladebi garantirebuli gaqvs eg brma naclavi rom gaivlis :)

  • Spieler says:

    :) კონვერტ.ჯი თუ გეზარება, დააყენე Georgian Layout ;) ზარმაცკა :D

  • dodka says:

    @ლილიანი რომელი საუკუნეა, რაღა დროის კონვერტ ჟI , ბლინ, რა ლამერულად იქცევი ამხელა ქალი ))

    @კოწკა – გამოჯანმრთელდი და მწვადებზე წავიდეთ!

  • Spieler says:

    მწვადი მინდა :იუზერ: დოდეეეეეეეე…

    ჰმ, ისე ჩემს სამსახურთან, პირდაპირ გამოსასვლელ კარებთან “ტერემეკი” გახსნეს. (მგონი ეგაა, ყველაფრიტ გაქვს დელისთან რომაა, მაგას). ხოდა ცოტა მეშველება, მარა ჩემი ბედი რო ვიცი, ახლა დავანებებ მაგ სამსახურს თავს :)

  • Spieler says:

    მოკლედ მეორე დღეა ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ლილიანის პოსტში მესამე პუნქტი:

    ”შენს ასაკში შოკოლადი ისედაც ძალიან საშიშია”.

    დავიგრუზე ბლია :) ))

  • მარი says:

    კაი ბურთ რა ნუ იგრუზები არაფერიც არაა საშიში :უსერ: და დიეტაც ძალიან გიხდება!

    თუ კარგად მოიქცევი, საჭმლის ფესტივალს მოგიწყობ! ერთ კვირიანს! და რასაც მოისურვებ იმას გაგიკეთებ. რასაც ვერ გავაეთებ რესტორიდან მოვატანინებ ან შენ წაგიყვან!!

    მოსულა? :user:

  • Spieler says:

    ბუს, მოსულა, მარა მანამდე რა ვქნა? :(

    დიადი შიმშილის მსახვრალი ხელი მსპობს…

  • პერწკლი says:

    ერთჳ დაბანაა დარჩენილი—ამაზე ვიცინე :) )))))))))))))
    დიეტა ტეხს, მაგრამ სამაგიეროდ დიეტის მერე რომ გაინებივრებ ტავს, მნიამ,მნიამ :P

  • Mirabella says:

    საერთოდ ამოიჭერი და გადააგდე ეგ რაღაცა :D

    არა? :drug:

  • Spieler says:

    მირა, ძალიან ცხელა ახლა და… ტეხავს საწოლში წოლა, თორე სიამოვნებით ამოვითხრიდი :)

  • CheshireCat says:

    დიახ :) მე მესმის თქვენი :) )) განსაკუთრებით სამკურნალო დიეტებია საზიზღრობა, მაგრამ როგორც ბავშვობაში მეუბნებოდნენ ხოლმე, როდესაც რაღაც მქონდა გასაძლები:
    Терпи казак, Атаманом будешь.

    You can do it

  • ჩორვენი¹³ says:

    mmm eg vixumre rom ar mogodmeboda :D :D :D :D

  • (c) Anika says:

    დაახლოებით ეგეთი ტიპის დიეტაზე ვარ 2 კვირაა და 3 კგ დავიკელი.
    ოღონდ დიეტა არ ქვია, უბრალოდ აღარ ვჭამ საჭმელებს და ეგაა :D
    და შენგან ის განსხვავებაა, რომ საჭმელები არც მინდა :P

  • Spieler says:

    გუშინ სახინკლეში ვიყავი და ჩემი დიეტა ეგზომ უცნაური და გაურკვეველი მიმართულებით გავუშვი…

    რო მიდიოდა ერთხელ მოიხედა მარტო უკან და მკითხა… “არა, იდი ვიცი რასაც ნიშნავს, მარა ნახუი ვერ გავიგე რა არიო…” ვოტ!

  • utvino says:

    :) ))))) ბოლოოოოო ძაააან მაგარი იყოოო
    :) ))
    საწყალი დიეტა :) ))

Leave a Reply