Archive for the ‘Uncategorized’ Category
ს ლ ე (საქართველოს ლიტერატურული ენციკლოპედია)
მოგახსენებთ, რომ ამა წლის 27 აგვისტოს დაიწყო უპრეცედენტო პროექტის – ”სლე”-ს (საქართველოს ლიტერატურული ენციკლოპედიის) – ამოქმედება… მიზანი, რა თქმა უნდა ერთია ”დიადი და ნათელი”, შეგროვდეს და დაიბეჭდოს ყველა ის ლიტ-ნაშრომი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურულ ნაღვაწს და ნაოფლარს წარმოადგენს… უმეტესობა ამ შედევრებისა ჯერ კიდევ უცნობია ქართული ელიტარულ მკითხველთა საზოგადოებისათვის… (სირცხვილი მათ!)
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტში მონაწილე ადამინები სრულიად უსასყიდლოდ აკლავენ თავს სამუშაოს… ზემოხსენებულ საერო და უკეთილშობილურეს საქმეს აფინანსებენ ისეთი გრანდიოზული ფირმები, როგორებიც არიან: ინდ-მეწარმე ”სამარხვო ხაჭაპური – 2008” და კახური ღვინის მარანი ”დიმედროლ ინთერნეიშენელი”.
ჩვენი ბლოგის რედაქცია წუხელ მობილურით გაესაუბრა ამ პროექტის სულისჩამდგმელს და ხორიცსშემსხმელს, ქართული ლიტარატურის ამაგდარს ქალბატონ ვახტანგ მურადოვას… გაწვდით ამ საუბრის სრულ სტენოგრაფიულ ვარიანტს. (ბოდიშს გიხდით ტექსტში არსებული ხარვეზებისთვის, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენი სახლის კუხნაში მობილური კაათ არ იჭერდა).
————————————
საუბრის სრული სტენოგრაფიული ვარიანტი
>>სტენოგრაფისტი ნათელა მამიდა<<
~ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ (მობილურზე ნომრის აკრეფის ხმა)
~ ტუუუუუ… ტუუუუუ… ტუუუუუუ…
- გისმ’ენ’თ გენ’აცვალ’ე (მეგრული წარმომავლობის ახალგაზრდა კაცის ხმა)
- უკაცრავად… ქალბატონი ვახტანგი ბრძანდებით? (დაეჭვებული ხმა)
- არა გენაცვალე, მარა ისეთი კაი ხმა გაქვს გოგონი, ქალბატონი ვახტანგი კი არა, შენთვის სპაიდერმენიც ვიქნები…
~ ტელეფონის გათიშვის ხმა
~ (ოთახში გოგომ ჩაილაპარაკა: ”სხვაგან მოვხვდით, გათახსირებული იდიოტი”…)
~ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ (მობილურზე ნომრის აკრეფის ხმა)
~ ტუუუუუუ… ტუუუუუუ… ტუუუუუუ…
- ალო ალო… ლესუმენ… (”გისმენთ” – სომხურად)
- ქალბატონო ვახთანგ, თქვენ ბრძანდებით?
- ვროდე და… მე არ მირეკამთ?
- დიაღ, დიაღ… მე შპილერას ბლოგის პრესს-მდივანი ვარ, თქვენთან მინდოდა გასაუბრება პროექტის შესახებ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ.
- ისა და, არ გინდათ სხვა რამეზე გავისაუბროთ? მაგალითად… ჭეშმარიტ ღმერთზე?
- არა, მე პროექტი უფრო მაინტერესებს… უკაცრავად ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?
- არა, რას ამბობ, მე და ჩემმა ქმარმა უკვე გავათავეთ… ბავშვის ჭამა… ანუ საჭმელს ვაჭმევდით რა… ერთი წუთით გენაცვალოს…
~ტელეფონის მიღმა ისმის ხმა: ”მერეთ ქუნემ, ეს ბავშვი ფეხის თითებს რატო წომს? ნახე ნახე კაცო როგგორ მგამს… უნდა გადავაჩვიოთ, თორე მეც ფეხის თიტებით დავიწყე… ”
- ხო გენაცვალე, მაპატივე, ჩემი ქმარი კოფეს ადუღემს და მკითხა შაქარი რამდენი გინდაო… (დაგვიბრუნდა ყურმილთან ქალბატონი ვახტანგი). – რა გაინტერესემს შვილო პროექტთან დაკავშირებით… მაიცა შენ რუსთავი 2-იდან ხო არ ხარ? თუ კი მაშინ ვთიშამ? არა? ხო, კაი, მაშინ მკითხე…
- ქალბატონო ვახტანგ, თუ შეგიძლიათ, დაგვისახელეთ ის ავტორები, რომელთა შეტანასაც გეგმავთ საქართველოს ლიტერატურულ ენციკლოპედიაში (სლე)
- ვერ გეტყვი ცავატანემ, მობილურზე ვერ გეტყვი, აი ემაილს გამოგიგზავნი თუ გინდა, ოღონც სენი მამწერე მესიჯში…
- კარგით, მადლობთ… მგონი სულ ეს იყო, რაზეც მინოდა საუბრაი…
- შვილო, ჭეშმარით ღმერთზე საუბარი მართლა არ გინდა?
- არა, მადლობთ…
- კარქი მაშვინ… კარგად იყავი…
- ნახვამდის…
~ წკაპ… – ტელეფონის გათიშვის ხმა…
ხოტა ხანში მოგვივიდა ელექტრო ფოსტაზე წერილი, სათაურით ”ჭეშმარიტ ღმერთზე საუბარი არ გინდათ? ჟალ… ” მიბმულ ფაილში კი ჩვენს მიერ ნათხოვნი ავტორების სია და მათჳ შემოქმედებიდან თითო შედევრი იყო თავმოყრილი… დიდი მადლობა ქალბატონ ვახტანგს…
ნაწარმოებებს, შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ…
მადლობა მუხიანში არსებულ ინტერნეტ კაფეს, რომ 10 წუთი დაგვიმატა გადახდილ 1 საათს…
გაგრძელება იქნება ალბათ…
I AM HUNGRY
მოკლედ, მეორე კვირაა უკვე რაღაც საშინელ დიეტაზე ვზივარ, არაფერი მეჭმევა თითქმის… ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ბრმანაწლავმა შემაწუხა(არადა გდებულიყო თავისთვის), მივედი ექიმთან და ოოო, ესაო, ისაო, ანთება დაწყებული გაქვსო, სახე გეხევაო, დიეტაზე უნდა დაჯდეო, კუჭს ასე ჭირდებაო. დავჯექი დიეტაზე… ნუ პირელი ორი დღე არაუშავდა რა, ვძლებდი, აი მერე დამერხა… და ეს უკვე მეორე კვირაა დარხეული ვარ… ამოვიდა ყელში სუპი/მაწონი/ხაჭო… გრრ… და კიდე ვაშლატამა (სხვა ხილი თითქმის არ შეიძლება). მარი უშედეგოდ ცდილობს დამამშვიდოს იმითი, რომ წონაში დავიკლებ… ან როგორ უნდა დავმშვიდდე, როცა სულ მშია, მშია, მშია, მშია, მშია, მშია, მშია, მშია…
უხორცობას და უხაჭაპურობას კიდე აიტანს კაცი, მარა… შოკოლადი და გაზიანი სასმელიც არაო… აი მანდ კი არ დამერხა, არა… დამენძრაააა… მაღაზიაში რომ შევდივარ, თვალს ვარიდებ ყველაფერს, მივდივარ, პურს ვყიდულობ და გამოვდივარ… ჩემი თანამშრომლები სოლიდარობას მიწევენ და ხაჭაპურს აღარ ყიდულობენ, მგონი საერთოდ გადაეჩვიენ ჭამას… ხოდა ბოლოს რო ვეღარ გაძლეს, გავიდნენ შვებულებაში…
დავრჩით მე და კარენა ოთახში… ეს ისედაც მაწონის მეტს არაფერს ჭამდა… (ეტყობა კიდეც, ერთი დაბანაა დარჩენილი). ხოდა ისე შემზიზღდება მაწონი მალე, რომ ალბათ ჩემს საშინელ კოშმარებში ”მაგდანას ლურჯა” მომელანდება…
მოკლედ, იმედია, მალე მოვრჩები ამ დიეტას. წავალ სადმე რესტორანში და იმდენს შევჭამ, რომ მერე ერთი თვეც რო მომიწიოს დიეტაზე ყოფნა, საჭმლისკენ გახედვა აღარ მომინდეს…
Re-Load
დიახ, დიახ… მარის დაჟინებული თხოვნით და ჩემი ”ნეტარავაკეთო” მდგომარეობით გამოწვეული ფსიქო-უსაქმურობის გამო, გადავწყვიტე დაბრუნება…
როგორც შევატყვე, კლავიატურაზე Backspace/Delete-ების დაჭერათა რაოდენობით, წერას გადავეჩვიე, ხოდა მაცალეთ ბატონო, სანამ მივეჩვევი და ნუ წამიჭერთ ყელში თოკს…
ახლა, თქვენ რომ ჩემი დღევანდელი ამბავი არ გაინტერესებთ, იასნია, ხოდა იმის მოყოლას არ დავიწყებ, რა ხდება ჩემთან სამსახურში. ნუ, არც არაფერი ხდება… ვზივარ ჩემთვის სავარძელში და ვფიქრობ… რაზე? არსებულის არარსებობაზე… ან სხვაგვარად არსებობაზე… ხო, ახლავე გავაკეთებ კომენტარს, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას არ ეხება!
საუბარი მაქვს ყველასთვის კარგად ცნობილ ”რწყილი და ჭიანჭველა”-ზე… რა გაცინებს? დაფიქრებულხართ აქამდე რომელიმე თქვენგანი ამ შედევრზე? არა… ხოდა მაცალეთ ბატონო, მე ვფიქრობ… ვფიქრობ და ძალიან არ მომწონს, რასაც ასწავლიან ბავშვებს… ტიპიური დედამოდღნული ბიუროკრატიაა რა… რწყილს ჭირდება ჯაგარი სასწრაფოდ (!) , მიდის ღორთან, მერე მუხასთან, მერე ყვავთან, მერე ხაროსთან, მერე თაგვთან, მერე კატასთან, მერე ძროხასთან, მერე საწყალი წვალობს, ამ ჩათლახ ძროხას რო ბალახი მიუტანოს, მერე ისევ კატასთან მიდის, მერე თაგვთან, მერე ხაროსთან, მერე ყვავთან, მერე მუხასთან, მერე ღორთან და როცა ღორი აძლევს ჯაგარს და ეს გრეხს თოკს და ბაწარს, ხუი ივო ზნაეტ ჭიაჭველა ისევ ცოცხალია თუ არა… ისეთივე სიტუაციაა სამსახურებში, უცებ მჭირდება რაღაც ვთქვათ. პირდაპირ კი არ გამოწერენ საწყობიდან… უნდა დაწერო მოთხოვნა, ჩაიტანო კანცელარიაში, მერე კანცელარიიდან უნდა აუტანონ უფროსს, მერე ის დააწერს შესყიდვებს, შესყიდვები ერთ-ორ კვირაში იყიდის ამ რაღაცას და გადააწერს მოთხოვნას საწყობს, მერე ისევ უნდა დაწერო ახალი მოხსენებითი, ზუსტად იგივე გზა უნდა გაიაროს უფროსამდე, მერე უნდა ჩავიდეს ისევ საწყობში, მერე საწყობი გიღუნავს ტვინს და ბოლოს გაძლევენ შენ გამოწერილ ნივთს… ამ დროისთვის ეს ნივთო ან გჭირდება ან არა უკვე… ხო შეიძლება უფრო მარტივად მოხდეს ყველაფერი: მიდის რწყილი ღორთან და უხსნის სიატუაციას, რომ ჭიანჭველა იღრჩობა, ხოდა ღორი კაცურად აძლევს ჟაგარს, ჭიანჭველა ჯიბეში ცოტა ფულს უკუჭავს და თან დააყოლებს ”ამით ბავშვებს რკო უყიდეო”, ხოდა გრეხს ბაწარს და ყველაფერი კარგადაა… მარა, არა… პატარაობიდანვე თუ არ მიაჩვიეს ბავშვი ბიუროკრატიას და ”ჯერ ხელი მომაკიდებინე და მერე მოგცემ”-ს, ხო არ შეიძლება რა…
არსებობს, მეორე კაი ვარიანტი, თუ ღორი მაინც არ იძლევა ჯაგარს. რწყილი დგება, მიდის თავის ნათლიასთან და უყვება ყველაფერს, მერე დილით ღორი როცა იღვიძებს, საწოლში ხვდება ცხენის მოჭრილი თავი… ხოდა თავისი ფეხით მიეთრევა რწყილთან, ბოდიშს მოუხდის და ჯაგარს კი არ აძლევს, არამედ დაწნულ და გამზადებულ თოკს, ან უკეთეს შემთხვევაში მიყავს წყლიდან უკვე ამოყვანილი ჭიანჭველა. – (c)mario piuzo
ვოტ!
ასე არ ჯობია?
წავედი ახლა, მოხსენებითი დავწერო ვებ-სერვერისთვის ახალი კომპიუტერის გამოყოფაზე… :user:

