Archive for the ‘Phsichology’ Category

დღე მეორე – Invisible Bitch

წვიმს თბილისში…

ჩემს პატარა აივანზე ვდგავარ და დილის გრილ ჰაერს და „ქემელის“ კვამლს თანაბარი რაოდენობით ვუშვებ ფილტვებში. უკვე მესამე ღერს ვეწევი გადაბმულად. არ მინდა სახლში შესვლა. მომწონს ნისლი. ირგვლივ არაფერი ჩანს და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ კორპუსით იწყება სამყარო და მთავრდება აქვე.

მსუბუქ რძეში იკარგებიან ჩემი სახურავიდან გაჭიმული ჯელინკის კაბელები.

- ასეთი დილისთვის ღირდა არ დაძინება. – ხმამაღლა ვფიქრობ.
- და რა არის ამ დილაში „ასეთი“? – სისინებს ვიღაც ზურგს უკნიდან.

ნორმალური ადამიანისთვის, როცა სახლში არავინ ეგულება, ეს ხმა სულ ცოტა შემაკრთობელი იქნებოდა. მაგრამ მე უკვე შევეჩვიე ჩემს ყურთან „ამ რაღაცის“ უხმო ჩურჩულს. პირველად როცა ჩამესმა, მართლაც ლამის ლოგინიდან გადმოვვარდი შიშისგან. მერე და მერე ყუარდღებასაც აღარ ვაქცევდი თუ „მოსაუბრე“ არ მჭირდებოდა. ასე დამდევს უკვე ერთ თვეზე მეტია.

- დილით მაინც დამანებე თავი რა. – შევუღრინე. – შენა და… არ გეძინება?
- მე არასდროს მეძინება. – ამაყად ქირქილებს.
- რა გიხარია მერე, ინსომნია ჰქვია მაგას.
- ინსომნია თქვენთვის, ადამიანებისთვის ჰქვია. ჩემთვის ეს ბუნებრივია.
- მდა… ყავის გაკეთება მაინც შეგეძლოს. მთელი დღეები ლაპარაკის მეტი არაფერი ხეირია შენგან. ასე ხო ნებისმიერ ქალს შეუძლია.
- ყველა ქალი ჩემნაირად ვერ ლაპარაკობს. – ისევ ქირქილებს.
- ხო, ისინი ხანდახან იღლებიან კიდეც.
- Sexist Asshole.
- Soulless Invisible Bitch! – „მოვესიყვარულეთ ერთმანეთს“

ოთახიდან მუსიკა გამოდის -  ჰარის ალექსიუს „მეგალოსა“ („გავიზარდე“). მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი არ მესმის, ზუსტად ვხვდები რაზეც მღერის.

თვალებს ვხუჭავ, პირს ვაღებ და ვცდილობ, ნიავი „ვჭამო“.

- რა სასაცილო ხარ. – აკისკისდა.
- სასაცილო თავი გაბია, მშია. მე შენ გეტყვი, გაიქცევი და კვერცხს შემიწვავ… – გამეცინა.

რა მაცინებს? ალბათ ის, რომ მას ქალის ხმა აქვს. მე კი მომწონს, კი არ მომწონს, მიყვარს, როცა ისინი გულიანად იცინიან. მერე რა, თუ ვერ ვხედავ და ვერ ვეხები.

- ისე, ერთი თვეა უკვე „ჩემთან ერთად ცხოვრობ“. არ გინდა სახელი მაინც მითხრა? – ახლა მე დავარღვიე ძლივს ჩამოვარდნილი სიჩუმე.
- არ ვიცი, მგონი არ ღირს. – უხილავ მხრებს იჩეჩავს.
- კონსპირაცია და რამე?
- არა, არც შენთვის იქნება სასიამოვნო ჩემი სახელის ცოდნა.
- გავრისკავ…
- კარგი…  - ცოტა ხანს გაჩუმდა. მერე კი ჩუმად, თითქოს თავისთვის და დანანებით წაილაპარაკა – მე მარტოობა მქვია.
- სასიამოვნოა, რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს. ჩემი სახელი უკვე იცი. ხელს ჩამოგართმევდი, რომ შეგეძლოს.
- არ გეშინია?
- ნოპ. პირიქით, მე მიყვარს ჩემი მარტოობა. სხეული რომ გქონდეს, ალბათ შემოგთავაზებდი კიდეც, სექსით დავკავდეთ-თქო.
- ხო, საინტერესო იქნებოდა მეორე დილას გაზეთების სათაურები: „მან მარტოობა გაჟიმა“.
- ზვუჩით სავსემ ნეპლოხა. – თვალებს ვიწვრილებ და უსასრულობას გავყურებ.
- არც იოცნებო. – ისევ კისკისებს, მერე კი სერიოზული ტონით განაგრძობს – მე შემიძლია შენი საუკეთესო მეგობარი ვიყო. Till the end…
- დარწმუნებული ხარ, რომ არ მოგბეზრდება ჩემთან ყოფნა? ხანდახან აუტანელი ვარ, მარტოობისთვისაც კი.

გაჩუმდა.

ვაცლი, სანამ პასუხს გამცემს.

-         მე არა… მაგრამ შენ დიდხანს ვეღარ გაძლებ. მეშინია, რომ ერთი დღეც ადგები და ისევ ესპანეთში წახვალ. დაივლი ცარიელ რიო ჰერმოსოს ქუჩებს, ნახავ იმ გუბურასაც, ისევ იგრძნობ სიოს მონაბერ ალუბლის სუნს. მაგრამ იმ გოგოს ვერასდროს იპოვი.
- ისევ შენთან დავბრუნდები.
-არა, ჩემს ხმას ვეღარ გაიგებ. მე სევდა შემცვლის. ის კი სულაც არაა ჩემსავით „მილაშკა“.
- „სწერვოჩკებთან“ ურთიერთობის გამოცდილება გაცილებით მეტი მაქვს –  სმაილიკივით რამდენჯერმე სწრაფად ვაქნევ თავს ( :yes: )
- კარგი რა… როგორ შეიძლება სულ ხუმრობდე, არ მოგბეზრდა ეს სარკაზმი? – გაბრაზდა – ან თუნდაც ეს უშედეგო ოცნება „ალუბლის გოგონაზე“, მორჩა დაივიწყე, რაც იყო რიო ჰერმოსოში, ეცადე დღევანდელი დღით იცხოვრო, წადი ჩემგან, გაერთე, რამე გააკეთე…  აღარ არის დრო მიწაზე დაეშვა?
- მართალი ხარ. დროა. – ირონიულად და დანანებით ვიღიმები. საშინლად მწარედ ვგრძნობ ამ რეალობას, რომელიც ისე მომახალეს, როგორც სიკვდილმისჯილს ახლიან ტყვიას. ბევრს… უმოწყალოდ… დაუზოგავად.

ის ტირის…

- მე დავეშვები მიწაზე, გპირდები – ვიღიმები. სიგარეტს ვუკიდებ, ავდივარ აივნის შუაგულში მდგარ ხის სკამზე და მეცხრე სართულიდან ხელებგაშლილი ვეშვები რძისფერ, უნაზეს ნისლის ტალღებში.

„Farewell, My lovely Soulless Invisible Bitch!“ – აუცილებლად ამოვძახებ “ფსკერზე დაშვებამდე“.

ის კი ალბათ თვალცრემლიანი გახედავს ბურუსში გახვეულ, მასავით უხილავ ქალაქს, უხილავი ჯიბიდან უხილავ ბლოკნოტს ამოიღებს და შიგნით უხილავი კალმით ერთ უხილავ „+“-ს ჩაწერს.

Tags: , , , , , , , , ,

გამოღვიძება

ანუ როგორ მოხვდა ჰაკი კოსმოსში

ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც ასე გამალებით ვჩქმალავთ,
მაგრამ ხანდახან ხელიდან გვისხლტება და თავს გვარმთევს.

თავი პირველი

* * *

- გაწი, ქალო, შენი რეზინის ხელები… ვაიმე, ეს სად მოვხვდი,  რა სინათლეა?!… დედააააა… მცივაა… omg, შიშველი ვარ…

* * *

- გილოცავთ, მისის დერთ , ბიჭია და თან საკმაოდ ენერგიულიც. – ბებიაქალმა ბავშვი შეამშრალა და ჯერ კიდევ გაოგნებულ დედას ხელში შეაჩეჩა.
- როგორ ხარ პატარავ? – თბილად ჰკითხა მერიმ ჰაკს და პატარა ცხვირზე აკოცა.
- ვახ, დედა, შენ ხარ? მე არამიშავს… თავად? – მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ჯერ არავის ესმოდა მისი.

* * *


-
ნეტა, საიდან მეცნობა ეს ხმა?!  მგონი ისაა, სანამ მუცელში ვიყავი, რომ მელაპარაკებოდა, მაშინვე მივხვდი, ამას გარეკილი აქვს-თქო. – გაიფიქრა  და ყურებამდე გაღიმებულ სახეს ეჭვით დაუწყო თვალიერება.
- ჰაკი, ნახე ვინ მოვიდა ჩვენს სანახავად?! – დედამ ხელში აიტატა ბავშვი და „ბედნიერ“ კაცთან მიიყვანა.  - აბა, გამარჯობა უთხარი მამას.
- მამა? აუფ… დედა დაწმუნებული ხარ, რომ ესაა მამა? შეცვლის პონტი არაა? ჰა? არა?

* * *

სამი წლის ასაკში ჰაკი მიხვდა, რომ მამა „ცუდი პონტი“ არ არის. მას შემდეგ, რაც ახალ ენაადგმულს (არადა უკვე აზრიანად და გამართულად საუბრობდა) მხოლოდ მამამ დაუჯერა, რომ ბიჭუნას თავისი პირველი დღიდან მოყოლებული ყველაფერი ახსოვდა.  პირიქით კურტმა (კობეინმა არა, მამამისმა) დიქტოფონი უყიდა და ურჩია, თავისი მოგონებები ჩაეწერა. (წერა-კითხვა კი იცოდა, მაგრამ პატარა თითები ჰქონდა ჯერ და საწერკალამს ვერ ხმარობდა).

* * *

მაშ ასე…

ჩანაწერი ნომერი 1.

„მე ვარ ჰაკი, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბავშვი. თუმცა რაღა ბავშვი, სამი წლის ვარ. ვკითხულობ, ვანგარიშობ მილიონის ფარგლებში (მეტი არ დამჭირვებია), მესმის კანტის, ჩემი აზრი მაქვს ჰეგელის თეორიებზე, შემიძლია ვიმსჯელო რენესანსის პერიოდის ევროპულ ფერწერაზე და თქვენ, წარმოიდგინეთ, იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ თავს უფლებას ვაძლევ, არ მომწონდეს ის, რაც ყველას მოსწონს.
~ მყავს დედა, მამა და თუთიყუში (სახელად კრეა).
~ სულით პაციფისტი ვარ. დიდი რომ ვიყო, ალბათ ჰიპი ვიქნებოდი.
~ ვუსმენ ყველანაირ მუსიკას, დედაჩემის პაპსასაც და მამაჩემის ჰარდ როკსაც. ყველაფერი არ მსიამოვნებს, მაგრამ ჯერ ~ მუსიკალურ ცენტრს ვერ ვწვდები რომ გამოვრთო ხოლმე.
~ ვერ ვიტან ბრაზილიურ სერიალებს. საკმაოდ რეალისტი ვარ და ალბათ მაგიტომაც.
~ არ მჯერა იმის, რომ წეროს მოყვანილი ვარ. კომბოსტოს ვერსიაზე ვხოხავ სიცილით, მაგრამ მაინც ვდილობ ეს არავინ შეამჩნიოს. ბავშვისთვის ამ საზოგადოებაში სექსუალური განათლების ქონა ზედმეტად უჩვეულოა.
~ ვლაპარაკობ სამ ენაზე, დანარჩენ ენებზე ჩემი სამეტყველო აპარატი ჯერ ვერ ქაჩავს.
~ არ ვარ მოდას აყოლილი, მაგრამ მაინც მყავს პირადი სტილისტი. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს დედა.
~ არ ვოცნებობ ვარსკვლავობაზე.
~ არ ვაწყობ გეგმებს,  როგორც შევამჩნიე, აზრი არ აქვს.
~ მომწონს ჩემი ახალგაზრდა ძიძა და დიდი რომ ვიყო, ალბათ მაშინაც არ ვიტყოდი უარს მასთან მარტო დარჩენაზე.
~ არ მაქვს ხოლმე დეპრესია, არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელებს, არ ვეწევი.
~ ბევრს ვფიქრობ და ცოტას ვლაპარაკობ.
~ არ მყავს მტრები (იმიტომ, რომ ცოტას ვლაპარაკობ), არც ვინმეს ვმტრობ.
~ მომწონს საჩუქრები, მაგრამ არ მომწონს რასაც მჩუქნიან.
~ მინდა ფიზიკურადაც მალე გავიზარდო, რაც ავტომატურად გაზრდის ჩემი გონების სრულად თუ არა 80%-ით გამოყენების საშუალებას მაინც, მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. ( „საჭმელი ჭამე და მალე გაიზრდები“ ტრუხაა).
~ არ ვარ პესიმისტი, მაგრამ არც ოპტიპისტი ვარ. და საერთორ რაღაცისტობა და ვიღაცისტობა არ მიზიდავს.
~ არ მაქვს ფობიები, მაგრამ მაქვს ზომიერი შიშის გრძნობა.
~ ვითვალისწინებ თეორიებს, მაგრამ ვენდობი მხოლოდ ფაქტებს.
~ მძინავს დღე-ღამეში 12 საათი. (აი, ახლა ჩემი ძილის დროა).

ვინაიდან თეორიული შანსი იმისა, რომ სახლში ძიძასთან ან მშობლებთან მყოფი ბავშვის სიცოცხლეს რამე დაემუქრება დაახლოებით 0.01%-ია, ამიტომაც 99.99%-ით გპირდებით იმას, რომ მალე მეორე ჩანაწერსაც გავაკეთებ.

კარგად იყავით.

გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით.“

(გაგრძელება იქნება ( 99.99%-იანი შანსით) )

Tags: , , , , , ,

Last 2 Weeks

დიდი ხანი არაფერი დამიწერია.. თითქმის 2 კვირა… ჯერ იყო და ჩემი ბლოგი ურევდა… უფრო სწორად ბაზები, რომლებიც მიბმულია ძრავაზე… მთელი ერთი ნერვიულად ვარეფრეშებდი hhtp://spieler.ge-ს, უშედეგოდ… როგორც იქნა გაეშვა… მადლობა შილენს, ყველაფერი გადარჩა :)

ნუ მოკლედ, მთავარი სიახლე ჩემს ცხოვრებაში ის არის, რომ l2-ს დავუბრუნდი… ბევრს გაუხარდა კლანში ჩემი დაბრუნება… მგონი არავის ეწყინა… :) არ ვიცი… მარუსა მთლათ ენთუზიაზმით არ შეხვდა მაგ ამბავს, მაგრამ გადაიტანა :2kiss: ჩემი 78 ლეველის ჩარ (65 ლვლ სუბით) ისევ ისე მელოდა თითქოს გუშინ დამეხუროს თამაში…

Welcome To the World of Lineage 2

ნაცნობი ფრაზა და ნაცნობი, თბილი სამყარო… მომნატრებია აქაურობა, ჩემი კლან ჰოლი რუნში…

სასწრაფოდ შევუდექი სუბ-კლასის ლეველინგს… 1 კვირაში ჩემი შედეგია 6 ლვლ… (65-დან 71-მდე)… ნორმალურია?! არა, სასტაულია :)

მოკლედ, შევეშვათ ლ2-ს ცოტა ხნით…

სამსახურში დიდი სიახლეები მოხდა… უფროს დაგვინიშნეს… ისეთივე უცოდინარი და გაურკვეველი IT-სფეროში, როგორც წინა იყო… რას იზამ… მთავარი ცოდნა არაა… მოგვიწევს ახლა ამას ვასწავლოთ, რა არის ჯეკი, ჯეკერი, რას ნიშნავს RJ-45 ტიპის კონექტორი, რატომ გვჭირდება USB-DVD-RW… მოკლედ ბევრი რამ… რა დალევს სასაუბროს საყვარელ უფროსთან… შემიძლია უკვე სიამაყით ვთქვა, რომ ვემთხვევით IT-crowd-ის სიუჯეტს… ვინაიდან ჩვენი ახალი უფროსი ქალია… :bis: უკვე როლებიც დავინაწილეთ…

კარენ პ. = რიჩმონდი… (მთელი დღე სერვერების ოთახში ზის, გამხდარია და ხანდახან ზუსტად ამ პერსონაჟივით იქცევა)…

ზაზა – მოსი – მოწოდებით “ჩხიკინა” , პაინიკი რო ევასება და მობილურებიდან დაწყებული ყველა დივაისი რო ესმის… (ნუ ვიდზე არ აგვს, თორე ისე ზუსტად ასლია).

მე – როი – ზომიერად ფერხორციანი… ზომიერზე მეტად პოხუისტი… და უფროსების დაგოიმების მოყვარული აიტიშნიკი…

ნუ ვისაც ნანახი არ გაქვთ ეს სერიალი, ძალიან დიდი რჩევაა უყურეთ, მით უმეტეს აიტიშნიკებს მოეწონებათ და ბევრი თავის თავს ამოიცნობს:

IT crowd

P.S. პრიკოლი იქნებოდა, ამათ რომ გლავნი უფროსი ყავთ, ეგეთიჩვენც რო მოგვცა, გავერთობოდით მაინც..

ხო… კიდე რა…. კიდე ის, და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ კვირას (ნუ ხვალინდელი დღის კვირას) ერევანში მივდივართ… ამაზე ცალკე მინდა პოსტის დაწერა, უბრალოდ აქ ჩავაკვეხებ :)

უი, მართლა… ფსიქოლოგიას მივყავი ხელი… ნუ რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ვიღაცის “ფსიქოლოგი” ვიყავი… ან რამდენიმე ადამიანის ერთად… კარგადაც გამომდიოდა… ბევრი ამბობს რომ დავეხმარე… მაგრა ახლა ცოტა გავიჭედე მგონი… ჩემი ახალი “პაციენტის” მდგომარეობა გაცილებით რთულადაა, ვიდრე სხვა დანარჩენი შეთხვევა… ვურჩიე პროფესიონალ ფსიქოლოგთან წადი-თქო… მაგრამ ვერ გადაწყვიტა ჯერ… ხოდა არ ვიცი, როგორ დავეხმარო… ჩვენი ტოლია და იმდენი ცუდი გადახდა უკვე თავს, ფიქრის ეშინია… მოკლედ არ ვიცი, ველაპარაკები და ვცდილობ, მომავლის იმედი გავუჩინო დასაწყისისთვის… თან ეს ყველაფერი თამაშში ხდება და ცოტა რთულია, როცა ადამიანს პირადად ვერ ხედავ, ზუსტი რჩევა მისცე…

ვნახოთ, რა გამოვა…

კიდევ ერთი… ჩემი ლინიჯის ჩარზე მინდა რამე ისტორიის დაწერა, მონახაზები გავაკეთე უკვე.. მალე შემოგთავაზებთ პატარა “თავგადასავლს”…

ახლა წავედი… მშია მე!

ty 4 the party… bb… gl…