Archive for the ‘ხოდა ისე!’ Category

ქმრების კლუბი

მოკლედ, გუშინწინ მომივიდა იდეა, გამეკეთებინა უცხოენოვანი ბლოგი .com-დომენზე. ხოდა ბევრი ვიფიქრე, რა თემაზე შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო წერა. და მოვიფიქრე…

ასე დაიბადა – http://hubbyclub.com (ვინც არ იცის hubby არის კნინობითი ფორმა “husband”-ის). ბლოგზე სავარაუდოდ დავწერ ქმრის ამპლუაში ჩემი “დიდი გამოცდილების” შესახებ. ნუ დიდია თუ პატარა არ ვიცი, მარა რო მუშაობს ის მეთოდები, რასაც ვიყენებ მარუსასთან ურთიერთობაში, ეგ ცხადია (მარის კითხეთ).

ცოლ-ქმარს შორის დიპლომატია არ უნდა იყოსო, ზოგი ამბობს, პირდაპირ უნდა აჯახო ყველა სათქმელი (და არა მარტო სათქმელიო) და არ უნდა ითამაშო სხვანაირი ტიპიო…

Read the rest of this entry »

Tags: , , , , , , , , , , ,