Archive for the ‘ულეიბლო...’ Category
არ მწამს
ჭორიკანა კაცების,
ბოღმიან დიაცების…
დაკოდილი ვაცების…
ფერების გაბაცების…
არ მწამს…
არშემდგარი ერის
“სუპერ” მშვენიერის…
ეშმაკური მზერის…
შერიგებულ მტერის…
უხეირო “ხერ”-ის…
არ მწამს…
აფერისტის სმაილის…
მინოუგის კაილის…
ძმობის “for a while”-ის…
ვირუსიან ფაილის…
არ მწამს…
აღდგენილი ნდობის…
მოღალატის დობის…
შეფარდებითობის…
არ მწამს…
ძალიან მქონდა ნერვები მოშლილი… ხალხს ვეღარ ენდობი… შემომეწერა ცოტა… დღეს ისედაც დაგრუზული ვარ ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო… ამას დაემატა რაღაც-რაღაცეები… მოკლედ…
ლაიფ არ საქს… მარა ბევრი არაფერი უკლია…
პს. ემო არ ვარ… :ნო:
სამსახური
დილას მოველ სამსახურში,
საქმე დამხვდა თავს საყრელი,
დამიხვრიტეს “ადგილები”
სადგისების გასაყრელი…
ჩავრთე ჩემი მარდი კომპი,
მივეძალო უნდა შრომას,
დღესაც დავრჩი კუჭ-გამხმარი,
ვერ ვახერხებ გამოძრომას…
აგუგუნდა “ზიმა-ლეტა”,
გაუცივდა კარენს წელი,
ტელეფონზე ლაპარაკობს:
“ცავატანემ, ინჩა ელი?!”
მოხსენებითს ამოვბეჭდავთ,
მოვითხოვოთ უნდა სვიჩი,
ვინც არ მოგვცეს მონათხოვი,
ის იყოს “Son Of The Bitch”-ი.
დავიარე უფროსობა
და შევუღე ყველას კარი,
ვისაც მე არ ვევასები,
ყველას ტრაკში ვთხარე სარი!
ბუღალტრებმა დამიძახეს,
გვჭირდებაო შენი შველა…
ვთხოვე: “ზაზას დაურეკეთ,
ნუღა მიტყნავთ ტვინს მე ყველა!”
ახლა უნდა მოვრჩე პოსტვას,
დავუბრუნდე ისევ ქსელებს,
მერე ალბათ მოწერთ რამეს,
თუკი შერჩათ ძალა ხელებს…
თბილისი, 2008 წელი, 5 აგვისტო…
ჩაი მინდა…
ჩაი მინდა…
არც ისე ცხელი… ვაშლის ჩაი… ძალიან მომენატრა…
ახლა, რატო ჩაი… იმიტო რო ჩაის არასდროს ვსვამ, როცა სიტუაცია არ მიწყობს ხელს… თუ ირგვლივ ნორმალური ტემპერატურა და სიმშვიდე არაა, მომკალი და ვერ დავლევ ჩაის… ხოდა, ასე მგონია, საუკუნეა, რაც არ ყოფილა სიტუაცია ჩაის დასალევი… სიცილი მომენატრა, გულიანი… მეგობრებთან ყოფნა და თუნდაც უაზრო, ოღონდ მხიარული ლაპარაკი მომენატრა… დაკვრა მომენატრა… ვუყურებ კუთეში მიდგმულ გიტარებს და საშინლად მინდა დაკვრა… გუშინ ჩემს ძველ სახლში დავრჩით მე და მარი, პიანინოს რო ვუყურებდი მაკანკალებდა… ვიცი, რომ ახლა დაკვრის დრო არაა… არავიზე ნაკლებად მტკივა ის ტკივილი, რაც ახლა ხალხშია… მაგრამ, ერთადერთი საშუალება, რო ცოტა ნერვები დავიწყნარო, დაკვრაა… მარა არ/ვერ ვუკრავ… საკუთარ თავზე მეშლება ნერვები და მუსიკა მაღიზიანებს… ვიცი რო ”რა დროს დაკვრაა”…
5 დღის წინ დედაჩემი ჩამოვიდა საბერძნეთიდან, 2 წელი არ მინახავს… ვერ მოვისიყვარულე… დაძაბული დავდივარ… არადა, ძაან მომენატრა… ვზივართ ერთად ლოჯში და სიგარეტს სიგარეტზე ვეწევით… კიდე კაი, ”ტიპიური დედა” არაა… ვერც შიშს შეატყობ და ვერც აღელვებას… მამშვიდებს ცოტა მასთან ყოფნა…
მარისაც საღოლ… ეს დღეები ისეა, წარბი არ შეუხრია… როცა ქალაქში პანიკა იყო, რუსების ჯარი მოდისო, მთელი ჩვენი უბანი დაიცალა… მოდიოდნენ ჯიპებით და მიყავდათ თავიანთი ნათესავები სადღაც… მე და მარი ამ ყველაფერს ჩვენი გისოსებიანი ფანჯრიდან ვუყურებდით მშვიდად… მიყვარს… ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, პანიკას არ ატეხს… მიხარია… გამომადგა
:ბულთი:
დეიდაჩემი ოფიცილაურად მოქმედებს ჩემს ნერვებზე… ცხოვრებისეული, ქრონიკული პანიკა აქვს… ყველაფერზე… რა კარგია, რო დედაჩემი დას არ დაემგვანა…
დღეს, სამსახურში რო მივდიოდი, ყველა ჩემს ახლობელს დავურეკე, ვისაც აქამდე ვერ ვუკავშირდებოდი… ცოცხლები არიან… ცოტა ამოვისუნთქე…
სამსახურში საშინელება ხდება… ქაოსი და დომხალი – ეს სიტყვები მაშტაბებით ათჯერ მცირეა იმ მდგომარეობასთან რაც აქ არის… 3000-მდე კაცი იყო დღეს მოსული… დევნილთა რეგისტრაციას ვაკეთებთ… ისე დავიღალე, ფეხზე ძლივს ვდგავარ…
იმედია, ყველაფერი მალე დამთავრდება…
ხო მართლა, ჩემს სამსახურთან ”პოპული” გახსნეს…
თუმცა ახლა საშინლად მკიდია…
სახლში მინდა…
მეტიც…
ჩაი მინდა…
