Archive for the ‘სამსახური’ Category

სამსახური

დილას მოველ სამსახურში,
საქმე დამხვდა თავს საყრელი,
დამიხვრიტეს “ადგილები”
სადგისების გასაყრელი…

ჩავრთე ჩემი მარდი კომპი,
მივეძალო უნდა შრომას,
დღესაც დავრჩი კუჭ-გამხმარი,
ვერ ვახერხებ გამოძრომას…

აგუგუნდა “ზიმა-ლეტა”,
გაუცივდა კარენს წელი,
ტელეფონზე ლაპარაკობს:
“ცავატანემ, ინჩა ელი?!”

მოხსენებითს ამოვბეჭდავთ,
მოვითხოვოთ უნდა სვიჩი,
ვინც არ მოგვცეს მონათხოვი,
ის იყოს “Son Of The Bitch”-ი.

დავიარე უფროსობა
და შევუღე ყველას კარი,
ვისაც მე არ ვევასები,
ყველას ტრაკში ვთხარე სარი!

ბუღალტრებმა დამიძახეს,
გვჭირდებაო შენი შველა…
ვთხოვე: “ზაზას დაურეკეთ,
ნუღა მიტყნავთ ტვინს მე ყველა!”

ახლა უნდა მოვრჩე პოსტვას,
დავუბრუნდე ისევ ქსელებს,
მერე ალბათ მოწერთ რამეს,
თუკი შერჩათ ძალა ხელებს…

თბილისი, 2008 წელი, 5 აგვისტო…