Archive for the ‘პოჰუიზმი’ Category
So what?!
დავიწყე…
So What?
მოკლედ, გუშინ მივხვდი, რატომ ვეღარ ვწერდი ამდენ ხანს… გძეტა 1 წელია თითქმის არაფერი დამიწერია…
So What?
დაახლოებით 10–11 თვის წინ, თავისუფალი სივრცის უქონლობის გამო ჩემი ძველი კომპიუტერის მყარი მეხსიერება იმპოტენტის ყლესავით (აქ ცენზურა უნდა ყოფილიყო, მარა, დაიკიდეთ) გადადიოდა სიმყარიდან სირბილეში.
So What?
ამიტომაც ავდექი და ლინიჯის ახალი ქრონიკის გამოსვლისთანავე შევეცადე, ჩემი ვინჩესტერის ბედი შემემსუბუქებინა… და მასზე არსებული ყველა მედია–ფაილი მივაშალე. ვოტ ტაკ…
So What?
1 წლის განმავლობაში მარტო სამსახურზე გაბრაზებული თუ შევძლებდი რამის დაწერას. სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს, ფრაზა ფრაზას მიჭამდა და ბოლოს წერტილი მრჩებოდა მარტო (პიზდეც–ფილოსოფია).
So What?
გუშინ ტუალეტში ვიჯექი და სამსახურის კომპიუტერზე აუთსაიდერის ვეშებს ვუსმენდი (სადღაც ქართულ საიტზე წავაწყდი). ხოდა მივხვდი… მთელი ამ ხნის განმავლობაში მუსიკა მაკლდა, ჩემი მუსიკა, სლეხკა–პოხუისტური.
So What?
ხოდა, მთელი დღე თავში ამ სიმღერების ფრაზები მიტრიალებს… “მოსაფსამად ვეფარები ხეს”… “შენს სხეულში ჩაძირული ჩემი გრძნობა მალამოაა… მალამო…” “თამაშობს… თავს ირთობს..”
So What?
უბრალოდ…
მეწერინება…
მეწევინება…
სულ მახატია მე შენი ნება…
მიეცი, როცა გეძლევინება…
დადუმდი, როცა შეგეგინება…
ქალი – ავსული,
ეშმაკის ასული,
ხელიდან წასული,
თავზე გასული…
თითქმის ზრდასრული…
მაინც სასრული…
სიცივე დილის,
ღიმილი ბაგის ჭრილის,
კვამლი სიგარეტის, პირში გამოჩრილის…
მუღამი შეგინების, კბილებში გამოცრილის…
მთელი სუტკები
ჩემს სამსახურთან ბირჟაობენ ღამენათევი პრასტიტუტკები,
ისინი დატოვეს,
და იქვე,
პირწმინდად აიღეს მწვანე ბუტკები…
ჩემს სავარძელში ჩაძინებული,
ალბათ საგრძნობლად გაღიმებული,
სიზმარს ვნახულობ, მაგრამ ვინ გაცლის,
გამომაფხიზლებს დამლაგებელი
და ჩემი ფიქრით ამოვსებულ ჭიქა–საფერფლეს
ურნაში ჩაცლის…
აქ ისმის გიტარების ხერხვა და გროულისგან ჩახლეჩილი ხმა:
So Fuckiiiiiiing whaaaaaaaaat?!
Tags: ..., დაიწყო, ლექსი, მაგი... ლაგი..., პოზა, პოხ, პროზა, სექსი, ტაგი
