Archive for the ‘ერევანი’ Category

ერევანი – P1 (April, 17)

17 აპრილი…

9:00 საათმა გამაღვიძა…
9:30 საათმა გამაღვიძა…
10:00 საათმა გამაღვიძა… ხო კაი… ავდექი… ფრენა საღამოს გვაქვს და სულაც არ გვეჩქარება… მარიმ გუშინ მთხოვა, თორმეტი საათისთვის გამაღვიძეო… არ უნდა დამავიწყდეს… ასე ადრე რატომ ავდექი?! l2-ის ოფიციალურ სერვერზე სატესტო რეჟიმში გაეშვა ახალი პატჩი… Gracia Final… (omg… როგორც იქნა გვეღირსა, 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ველოდებით… ) ხოდა წუხელ განახლებაზე დავტოვე l2–ის კლიენტი… დიდი სურპრიზები მელოდა დილით… ახალი ლოკაციები და ახალი სამყარო… ახალი შესაძლებლობები… (შემდეგში უფრო კონკრეტულად).
10:30 სად მცალია საფიქრელად… რა მაგარია ფრენა…
11:00 ტანსაცმელი მაინც ჩამეცვა, ჰა? კაი იდეაა… DONE
11:30 უი, მშია?! კი, თან მარი უნდა გავაღვიძო…
12:00 ვაღვიძებ მარის…
12:30 ვაღვიძებ მარის…
13:00 მარის გაღვიძებაზე ერთი ცალკე თემა უნდა დავწერო…
14:00 დავკარგე იმის იმედი, რომ მარი 2–3 საათამდე გაიღვიძებს…
15:00 ომგ, გაიღვიძა… :) დაიწყო “ფაცური”… “აგვიანდება”… :) დავაწყნარე, ავუხსენი რომ ძალიან ადრე დაგვიანებისთვის… თან ბარგი ჩალაგებულია…
17:00 ტაქსი გამოვიძახეთ, ვვარაუდობთ რომ 1 საათი დაგვჭირდება აეროპორტამდე მისასვლელად… მაინც შორია…
17:30 უკვე აეროპორტში ვართ, ზღვის მხრიდან წამოგვიყანა ტაქსის მძღოლმა და 20 წუთში ადგილზე ვიყავით…
18:00 რეგისტრაცია გავიარეთ, ჩასახდომ დარბაზში გადავედით… ლეპტოპზე გავერთეთ ცოტახანს.., დრო გაგვყავს… ხო, მართლა ჩემი დღევანდელი სიფათი 5 წლის წინანდელს საერთოდ არ გავს და ძალიან ეჭვის თვალით მიყურებდნენ პასპორტ–კონტროლზე… სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს “ქსივამ” გაჭრა, ახალი აღებული მაქვს და ზუსტად მგავს :) )
18:30 საფრენ ბილიკზე გაგვიყვანეს ავტობუსით… ფიმფრინავი მთლად კარგ ვიდზე ვერაა… რუსული TY-134 (ტუასოცდათოთხმეტი)… გარედან ცოტა შელანძღულია…
18:45 საკვირველია, მარა ზუსტად დროზე ავფრინდით… მარი ცოტა ანერვიულდა… ცოტა… მარა ვერ მოასწრო ნერვიულობა, 30 წუთში უკვე დაფრენა დავიწყეთ…
19:30 ერევანი შემოგვეგება პატარა ბიჭის სახით… :) რომელმაც გვთხოვა გავყოლოდით ყველა მოსაცდელ ოთახში… იქიდან მე და მარი გამოგვყო (დანარჩენები მოსკოვში მიფრინავდნენ) და აერეოპორტის გასასვლელისკენ გაგვიძღვა… ჩვენი აეროპორტი გაცილებით ლამაზია :) მაგრამ ამათ უფრო დიდი დუტი–ფრი აქვთ :) ბარგი ავიღეთ, გავედით და უამრავ ხალხში ნაცნობი სახეები ვერ შევნიშნეთ… მაგრამ სად იყო და სად არა, ზვიადი გამოეყო ბრბოს და თავისი გამოჩენით გაგვაბედნიერა… :)
xx:xx არ მახსოვს დრო, სასტუმროში მივედით ზვიადის მანქანით… დავლაგდით… ხო, ფოიეში GioMac შეგვხვდა, ვიღაც ორი უკრაინელი მოიყვანა. :) მერე მაკასთან შევედით, ყველა იქ იყო, ზვიადი, ია, პიკო, თინი… მგონი დიდხანს არ გავჩერებულვართ იქ, გვეძინებოდა… წამოვედით… წყალი გადავივლე და დავიძინეთ… ხვალ დიდი დღე გველოდა…

P.S. მადლობა ყველას ვინც ეს “შემეცნებითი მოგზაურობა” მოგვიწყო… (ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”)…

ერევანი Live

დიდი დარბაზი… ძალიან საინტერესო თემა:

როგორ ავაფეთქოთ ბომბი ბლოგზე…

პირველი პრეზენტაცია, რომელიც მომეწონა :) საუბარი მიდის იმაზე, როგორ უნდა დავწეროთ პოსტი…

მომხსენებელი ძალიან user-friendly–ა…

აი ლაიკ ზის პრეზენტეიშნ… :)

P.S. ამ საღამოს დავწერ, ჩვენი მოგზაურობის შესახებ. :)