Archive for the ‘დღიური’ Category
გამოღვიძება
ანუ როგორ მოხვდა ჰაკი კოსმოსში
ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც ასე გამალებით ვჩქმალავთ,
მაგრამ ხანდახან ხელიდან გვისხლტება და თავს გვარმთევს.
თავი პირველი
* * *
- გაწი, ქალო, შენი რეზინის ხელები… ვაიმე, ეს სად მოვხვდი, რა სინათლეა?!… დედააააა… მცივაა… omg, შიშველი ვარ…
* * *
- გილოცავთ, მისის დერთ , ბიჭია და თან საკმაოდ ენერგიულიც. – ბებიაქალმა ბავშვი შეამშრალა და ჯერ კიდევ გაოგნებულ დედას ხელში შეაჩეჩა.
- როგორ ხარ პატარავ? – თბილად ჰკითხა მერიმ ჰაკს და პატარა ცხვირზე აკოცა.
- ვახ, დედა, შენ ხარ? მე არამიშავს… თავად? – მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ჯერ არავის ესმოდა მისი.
* * *
- ნეტა, საიდან მეცნობა ეს ხმა?! მგონი ისაა, სანამ მუცელში ვიყავი, რომ მელაპარაკებოდა, მაშინვე მივხვდი, ამას გარეკილი აქვს-თქო. – გაიფიქრა და ყურებამდე გაღიმებულ სახეს ეჭვით დაუწყო თვალიერება.
- ჰაკი, ნახე ვინ მოვიდა ჩვენს სანახავად?! – დედამ ხელში აიტატა ბავშვი და „ბედნიერ“ კაცთან მიიყვანა. - აბა, გამარჯობა უთხარი მამას.
- მამა? აუფ… დედა დაწმუნებული ხარ, რომ ესაა მამა? შეცვლის პონტი არაა? ჰა? არა?
* * *
სამი წლის ასაკში ჰაკი მიხვდა, რომ მამა „ცუდი პონტი“ არ არის. მას შემდეგ, რაც ახალ ენაადგმულს (არადა უკვე აზრიანად და გამართულად საუბრობდა) მხოლოდ მამამ დაუჯერა, რომ ბიჭუნას თავისი პირველი დღიდან მოყოლებული ყველაფერი ახსოვდა. პირიქით კურტმა (კობეინმა არა, მამამისმა) დიქტოფონი უყიდა და ურჩია, თავისი მოგონებები ჩაეწერა. (წერა-კითხვა კი იცოდა, მაგრამ პატარა თითები ჰქონდა ჯერ და საწერკალამს ვერ ხმარობდა).
* * *
მაშ ასე…
ჩანაწერი ნომერი 1.
„მე ვარ ჰაკი, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბავშვი. თუმცა რაღა ბავშვი, სამი წლის ვარ. ვკითხულობ, ვანგარიშობ მილიონის ფარგლებში (მეტი არ დამჭირვებია), მესმის კანტის, ჩემი აზრი მაქვს ჰეგელის თეორიებზე, შემიძლია ვიმსჯელო რენესანსის პერიოდის ევროპულ ფერწერაზე და თქვენ, წარმოიდგინეთ, იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ თავს უფლებას ვაძლევ, არ მომწონდეს ის, რაც ყველას მოსწონს.
~ მყავს დედა, მამა და თუთიყუში (სახელად კრეა).
~ სულით პაციფისტი ვარ. დიდი რომ ვიყო, ალბათ ჰიპი ვიქნებოდი.
~ ვუსმენ ყველანაირ მუსიკას, დედაჩემის პაპსასაც და მამაჩემის ჰარდ როკსაც. ყველაფერი არ მსიამოვნებს, მაგრამ ჯერ ~ მუსიკალურ ცენტრს ვერ ვწვდები რომ გამოვრთო ხოლმე.
~ ვერ ვიტან ბრაზილიურ სერიალებს. საკმაოდ რეალისტი ვარ და ალბათ მაგიტომაც.
~ არ მჯერა იმის, რომ წეროს მოყვანილი ვარ. კომბოსტოს ვერსიაზე ვხოხავ სიცილით, მაგრამ მაინც ვდილობ ეს არავინ შეამჩნიოს. ბავშვისთვის ამ საზოგადოებაში სექსუალური განათლების ქონა ზედმეტად უჩვეულოა.
~ ვლაპარაკობ სამ ენაზე, დანარჩენ ენებზე ჩემი სამეტყველო აპარატი ჯერ ვერ ქაჩავს.
~ არ ვარ მოდას აყოლილი, მაგრამ მაინც მყავს პირადი სტილისტი. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს დედა.
~ არ ვოცნებობ ვარსკვლავობაზე.
~ არ ვაწყობ გეგმებს, როგორც შევამჩნიე, აზრი არ აქვს.
~ მომწონს ჩემი ახალგაზრდა ძიძა და დიდი რომ ვიყო, ალბათ მაშინაც არ ვიტყოდი უარს მასთან მარტო დარჩენაზე.
~ არ მაქვს ხოლმე დეპრესია, არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელებს, არ ვეწევი.
~ ბევრს ვფიქრობ და ცოტას ვლაპარაკობ.
~ არ მყავს მტრები (იმიტომ, რომ ცოტას ვლაპარაკობ), არც ვინმეს ვმტრობ.
~ მომწონს საჩუქრები, მაგრამ არ მომწონს რასაც მჩუქნიან.
~ მინდა ფიზიკურადაც მალე გავიზარდო, რაც ავტომატურად გაზრდის ჩემი გონების სრულად თუ არა 80%-ით გამოყენების საშუალებას მაინც, მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. ( „საჭმელი ჭამე და მალე გაიზრდები“ ტრუხაა).
~ არ ვარ პესიმისტი, მაგრამ არც ოპტიპისტი ვარ. და საერთორ რაღაცისტობა და ვიღაცისტობა არ მიზიდავს.
~ არ მაქვს ფობიები, მაგრამ მაქვს ზომიერი შიშის გრძნობა.
~ ვითვალისწინებ თეორიებს, მაგრამ ვენდობი მხოლოდ ფაქტებს.
~ მძინავს დღე-ღამეში 12 საათი. (აი, ახლა ჩემი ძილის დროა).
ვინაიდან თეორიული შანსი იმისა, რომ სახლში ძიძასთან ან მშობლებთან მყოფი ბავშვის სიცოცხლეს რამე დაემუქრება დაახლოებით 0.01%-ია, ამიტომაც 99.99%-ით გპირდებით იმას, რომ მალე მეორე ჩანაწერსაც გავაკეთებ.
კარგად იყავით.
გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით.“
(გაგრძელება იქნება ( 99.99%-იანი შანსით) )
Tags: baby, indigo, kid, Spieler, ბავშვი, გამოღვიძება, ნოველა
არ მწამს
ჭორიკანა კაცების,
ბოღმიან დიაცების…
დაკოდილი ვაცების…
ფერების გაბაცების…
არ მწამს…
არშემდგარი ერის
“სუპერ” მშვენიერის…
ეშმაკური მზერის…
შერიგებულ მტერის…
უხეირო “ხერ”-ის…
არ მწამს…
აფერისტის სმაილის…
მინოუგის კაილის…
ძმობის “for a while”-ის…
ვირუსიან ფაილის…
არ მწამს…
აღდგენილი ნდობის…
მოღალატის დობის…
შეფარდებითობის…
არ მწამს…
ძალიან მქონდა ნერვები მოშლილი… ხალხს ვეღარ ენდობი… შემომეწერა ცოტა… დღეს ისედაც დაგრუზული ვარ ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო… ამას დაემატა რაღაც-რაღაცეები… მოკლედ…
ლაიფ არ საქს… მარა ბევრი არაფერი უკლია…
პს. ემო არ ვარ… :ნო:
ერევანი – P1 (April, 17)
17 აპრილი…
9:00 საათმა გამაღვიძა…
9:30 საათმა გამაღვიძა…
10:00 საათმა გამაღვიძა… ხო კაი… ავდექი… ფრენა საღამოს გვაქვს და სულაც არ გვეჩქარება… მარიმ გუშინ მთხოვა, თორმეტი საათისთვის გამაღვიძეო… არ უნდა დამავიწყდეს… ასე ადრე რატომ ავდექი?! l2-ის ოფიციალურ სერვერზე სატესტო რეჟიმში გაეშვა ახალი პატჩი… Gracia Final… (omg… როგორც იქნა გვეღირსა, 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ველოდებით… ) ხოდა წუხელ განახლებაზე დავტოვე l2–ის კლიენტი… დიდი სურპრიზები მელოდა დილით… ახალი ლოკაციები და ახალი სამყარო… ახალი შესაძლებლობები… (შემდეგში უფრო კონკრეტულად).
10:30 სად მცალია საფიქრელად… რა მაგარია ფრენა…
11:00 ტანსაცმელი მაინც ჩამეცვა, ჰა? კაი იდეაა… DONE
11:30 უი, მშია?! კი, თან მარი უნდა გავაღვიძო…
12:00 ვაღვიძებ მარის…
12:30 ვაღვიძებ მარის…
13:00 მარის გაღვიძებაზე ერთი ცალკე თემა უნდა დავწერო…
14:00 დავკარგე იმის იმედი, რომ მარი 2–3 საათამდე გაიღვიძებს…
15:00 ომგ, გაიღვიძა…
დაიწყო “ფაცური”… “აგვიანდება”…
დავაწყნარე, ავუხსენი რომ ძალიან ადრე დაგვიანებისთვის… თან ბარგი ჩალაგებულია…
17:00 ტაქსი გამოვიძახეთ, ვვარაუდობთ რომ 1 საათი დაგვჭირდება აეროპორტამდე მისასვლელად… მაინც შორია…
17:30 უკვე აეროპორტში ვართ, ზღვის მხრიდან წამოგვიყანა ტაქსის მძღოლმა და 20 წუთში ადგილზე ვიყავით…
18:00 რეგისტრაცია გავიარეთ, ჩასახდომ დარბაზში გადავედით… ლეპტოპზე გავერთეთ ცოტახანს.., დრო გაგვყავს… ხო, მართლა ჩემი დღევანდელი სიფათი 5 წლის წინანდელს საერთოდ არ გავს და ძალიან ეჭვის თვალით მიყურებდნენ პასპორტ–კონტროლზე… სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს “ქსივამ” გაჭრა, ახალი აღებული მაქვს და ზუსტად მგავს
)
18:30 საფრენ ბილიკზე გაგვიყვანეს ავტობუსით… ფიმფრინავი მთლად კარგ ვიდზე ვერაა… რუსული TY-134 (ტუასოცდათოთხმეტი)… გარედან ცოტა შელანძღულია…
18:45 საკვირველია, მარა ზუსტად დროზე ავფრინდით… მარი ცოტა ანერვიულდა… ცოტა… მარა ვერ მოასწრო ნერვიულობა, 30 წუთში უკვე დაფრენა დავიწყეთ…
19:30 ერევანი შემოგვეგება პატარა ბიჭის სახით…
რომელმაც გვთხოვა გავყოლოდით ყველა მოსაცდელ ოთახში… იქიდან მე და მარი გამოგვყო (დანარჩენები მოსკოვში მიფრინავდნენ) და აერეოპორტის გასასვლელისკენ გაგვიძღვა… ჩვენი აეროპორტი გაცილებით ლამაზია
მაგრამ ამათ უფრო დიდი დუტი–ფრი აქვთ
ბარგი ავიღეთ, გავედით და უამრავ ხალხში ნაცნობი სახეები ვერ შევნიშნეთ… მაგრამ სად იყო და სად არა, ზვიადი გამოეყო ბრბოს და თავისი გამოჩენით გაგვაბედნიერა… ![]()
xx:xx არ მახსოვს დრო, სასტუმროში მივედით ზვიადის მანქანით… დავლაგდით… ხო, ფოიეში GioMac შეგვხვდა, ვიღაც ორი უკრაინელი მოიყვანა.
მერე მაკასთან შევედით, ყველა იქ იყო, ზვიადი, ია, პიკო, თინი… მგონი დიდხანს არ გავჩერებულვართ იქ, გვეძინებოდა… წამოვედით… წყალი გადავივლე და დავიძინეთ… ხვალ დიდი დღე გველოდა…
P.S. მადლობა ყველას ვინც ეს “შემეცნებითი მოგზაურობა” მოგვიწყო… (ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”)…
ერევანი Live
დიდი დარბაზი… ძალიან საინტერესო თემა:
როგორ ავაფეთქოთ ბომბი ბლოგზე…
პირველი პრეზენტაცია, რომელიც მომეწონა
საუბარი მიდის იმაზე, როგორ უნდა დავწეროთ პოსტი…
მომხსენებელი ძალიან user-friendly–ა…
აი ლაიკ ზის პრეზენტეიშნ… ![]()
P.S. ამ საღამოს დავწერ, ჩვენი მოგზაურობის შესახებ. ![]()
