Archive for the ‘ბლოგი’ Category
GuestPost ზურას ბლოგზე
Where are you mother fucking inspiration???
ის კი არ ჩანდა, რაც უნდა გასაკვირი იყოს. არც უცნაური ხმები ჩემს ზურგს უკნიდან, არც ყურში ჩაჩურჩულებები, არც თავისით აკრეფილი ასოები გახსნილი ვორდის დოკუმენტში… მოკლედ არანაირი წინანდელი მისტიკა. მხოლოდ მე და ჩემს მონიტორზე ურცხვად წამოშხლართული თეთრი ფურცელი, რომელსაც ბოლო ნახევარი საათია თვალს არ ვაშორებ შთაგონების მოლოდინში (ლიოლ). (ძველი ხუმრობა მახსენდება: „ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერით“.)
გააგრძელეთ კითხვა აქ აღასპერის ბლოგი
Tags: Agasper, ahasper, guest post, inspiration, zur.ge
რეისი #851
გრილა ვაგონში… გარეთ კი ზაფხულის ხვატი გონებაარეულივით დაბოდიალობს და ყველა შემხვედრს ტვინის გახვრეტით ემუქრება.
- მე დაგცხებით!!! – ყვირის ის.
მატარებელი, რომელიც, ბილეთების გამყიდველს თუ დავუჯერებთ, სწრაფი უნდა ყოფილიყო, ეტყობა, ჯერ ძალებს ზოგავს. თუმცა არც მე მეჩქარება განსაკუთრებით. თბილისში ცხელა. ხოდა რაც უფრო გვიან ჩავალ დღეს, მით უკეთესი.
გუშინ ემოციური დღე მქონდასავით.
ძალიან ძველმა მეგობარმა დამირეკა, მომიკითხა… და მერე ძალიან თბილი სიტყვები მომწერა.
მეც მომნატრებია.
დილით ძლივს ავწიე თავი/ტანი ლოგინიდან. გვიანობამდე ვისხედით მე და სიფო და ოთხმოცს გადაცილებული მოხუცებივით ვიხსენებდით „ახალგაზრდობის ამბებს“.
ნეტა რა ხდება ახლა სახლში, შუქი თუ ჩართეს. ინტერნეტი ხო არ გაითიშა. ცხელა ალბათ უსაშველოდ, 5 დღეა ფანჯრები არ გახსნილა, აბა რა იქნება?!
გუშინ ალუბლის წვენს ვსვამდი ბარში. ალუბლის წვენს!!! ცხოვრებაში პირელად მომინდა და არა გემოსთვის, უბრალოდ ასოციაციებისთვის. მომეწონა… დილა, სიგრილე, ჩემი მუსიკა… და ალუბლის წითელი წვენი :p ტუჩებივით წითელი… მნიამ… :uci: „გოგონა ალუბლის ფერებში… გოგონა ყვავილს რომ ჰგავს…“
მატარებელმა სიჩქარეს მოუმატა, ისე მოძრაობს გეგონება ვაგზალზე შეყვარებული მატარებელი ელოდებოდეს
I don’t want to see them kissing… :no:
2 სკამიან ადგილას მარტო ვზივარ. ემ აი ლაქი? მახსენდება, თბილისიდან რომ მოვდიოდი. ზურა და ნინო გამოვიდნენ ჩემთან ვაგონში მოსანახულებლად :პ ისინი მეოცეში ისხდნენ, მე – მეთვრამეტეში. ზურამ შეხედა ჩემს გვერდით ცარიელ სკამს და დაუფიქრებლად თქვა: „რა კარგია გვერდით რო არავინ გიზის, თავისუფლად იქნებიო“. ნინო აღშფოთდა
))) (გვერდიგვერდ ისხდნენ მეოცეში).
ახლა თავზე ვიღაც მადგას, მარკეტინგულ გამოკითხვას ატარებს და დამბზუის. ხანდახან ლეპტოპისკენ აპარებს თვალს და ნერვები მეშლება. გავწევ თუ ასე გააგრძელა.
ლანჩხუთში გავიარეთ, 1 წუთით რამდენიმე ვაი-ფაი დაიჭირა ჩემმა ლეპტოპმა. მხოლოდ 1 წუთით.
მეორე ამ ტიპის მატარებელმა ჩაგვიარა. მგონი იქ საერთოდ 1 ვაგონია. ლოკომოტივიანად 2.
„აუ, გაიტანეთ ეს ბიჭი ვინმემ“ – წუხს ჩემს უკან მგზავრი, რომელიც თვალცრემლიანი უყურებს სამოციანი წლების რუსულ საბჭოთა მელოდრამას.“
სიგარეტი მინდა… brb. Afk 5 min.
არაო, მხოლოდ გაჩერებებზეო… სამტრედიას ველოდებით :mo:
გრრრ… ჰა თქვენ ერთი მინუსი კიდევ. კურილკა უნდა ჰქონდეს მატარებელს აუცილებლად.
თურმე უნდა ჩავიდე თან მოწევისას. ჰმ ჰმ… ჩემი ლეპტოპი ვის დავუტოვო მერე? აი რა მინუსი აქვს, გვერდით რო არავინ გიზის.
სიგარეტი მინდააააააააა!!! გააჩერეთ…
ახლა უკვე შინაგანად მცხელა ამის გამო. მერე რა, რომ ვაგონში გრილა…
ბზ ბზზზზ ბზზზზ… ის ტიპი ისევ აგძელებს ხალხის გამოკითხვას. ზამთარში შემორჩენილი ბუზივით (ერთი როა და დიდ ხმაზე რო ბზუის) მაღიზიანებს. თვალწინ უზარმაზარი ბუზების საკლავი დამიდგა…
მელოდრამა მთავრდება მატარებლის ტელევიზორში, ხალხი ტირის. :მო:
უსიგარეტობა იწვევს დეპრესიას.
ბოლო ერთი ვორდის გვერდია ვწუწუნებ. წერა უნდა შევწყვიტო, სამტრედიამდე.
Omg! არსებობ!
რა კაია.. ამოვისუნთქე სამტრედიაში.
ჩემს წინ ვიღაც ახალგაზრდა გოგო ზის და ნაცნობივით მიღიმის. რომელი ხარ? ვერ გიცანი…
სულ 5 წუთით ვიყავი ჩასული მატარებლიდან და ისე ცხელა გარეთ, სანამ მეორედ სიგარეტი არ მომინდება, ფეხს არ ჩავდგამ! ვოტ.
ზაფხულის ხვატი ისევ დაბოდიალობს და ხალხს ყურში ჩაჰკივის:
- მე დაგცხებით!
ვაგონების სასაფლაოს ჩავუარეთ… sad… ერთ დროს ეს ვაგონებიც ამ ლიანდაგზე იდგნენ და მხიარულად მიჩუქჩუქობდნენ ალბათ… ახლა კი დაჟანგებულნი და საფარშემოცლილნი დგანან საწყლად. „ყველაფერს ეშინია დროის, დროს ეშინია (მხოლოდ) პირამიდების“. ამ ჟანგიან ვაგონებს კიდევ არაფერი აქვთ საერთო პირამიდებთან. We all gonna die… omg!
ვიღაც მენატრება…
თბილისში რო ჩავალ, დიეტაზე დავჯდები, გადაწყვეტილია. 10 კილო უნდა დავიკლო კაკ მინიმუმ. დასაწყისისთვის.
ვიღაცას ეტყობა ზღვიდან რაკუშკები მოაქვს… ჩანთიდან გამოღწეული გახრწნილი რაკუშკის სუნმა ჩაიქროლა…
ჩემს უკან გოგონა ზის და მთელი გზა სარკეში იყურება. „ყველაზე დიდი ეგოისტები ალბათ სარკის წინ მასტურბირებენ“ – უეცრად მომდის აზრად.
ეკრანებზე „ფლეილისტი“ გამოჩნდა. სათაურით: „ლიდერი სავეტსკავა კინოპრაკატა“. დაგვიფარე ყოვლადძლიერო…
ვიღაცამ (სამოთხეში მოხვდება ის!) დისკი გამოცვალა დივიდი პლეერში. ძველი ქართული კინოები… არა, „ხარება და გოგია“ არ ჩაურთავთ. თეთრი ბაირაღების ჯერია ეტყობა დღეს… ისევ აქვითინდა მატარებელი…
ჩამძინებია ლეპტოპით ხელში, გორში ჩავსულვართ უკვე, გაჩერდა თუ არა გამეღვიძა, საოცრად სწრაფად ავუღე ალღო, რა ხდებოდა ირგვლივ, სიგარეტს დავსტაცე ხელი და ვაგონიდან ჩავხტი. ის გოგო ისევ მიღიმის, ისიც სიგარეტს ეწევა, მაინც ვერ ვცნობ.
ამოვბრუნდი, მატარებელი დაიძრა. ფეისბუქზე შევდივარ და ჰოი საოცრებავ, გვერდით რიგში მჯდომი 60-70 წლის ბებო რუსულად მეკითხება:
- простите, вы на феисбуке да? а тут ваи-фаи есть?
- не, я через мобильни телефон.
- аа, а скорость нормальни?
- не очень, но лучше чем нечего.
- да у билаина тоже даиал-ап.
გაოგნებული ვაგრძელებ წერას. ოთოს ვეჩეტავები ყოფიერების სიმარტივეზე და დაინტერესებულ ფრენდებს ვუხსნი ფეისბუქზე, რამდენად კარგი სიტუაციაა დღის მატარებელში.
ლეპტოპი ჯდება… უკვე დროც არის.
ცოტა კიდევ მეძინა… მცხეთაში ვართ. დიდუბეში ჩამსვლელები გაემზადეთო, გვაფრთხილებს გამცილებელი. მე ვაგზალზე ჩავდივარ. არ ვჩქარობ.
ალბათ ბოლო პოსტი მატარებლიდან დღეისთვის. ცოტა ხანში ბაქანზე ჩავდგამ ფეხს და გათანგული ზაფხულის ხვატი ყელში წამიჭერს ოფლიან ხელებს… მერე სახეში შემომასუნთქვას უსაშველოდ ცხელ ჰაერს და ბოლო ხმაზე დამიღრიალებს:
- მე დაგცხები!
Tags: batumi, bon voyage, cold, hot, Kobuleti, tbilisi, train, ბათუმი, თბილისი, მატარებელი, მახინჯაური. სიგრილე, მგზავრობა, სიცხე, ქობულეთი
ერევანი – P1 (April, 17)
17 აპრილი…
9:00 საათმა გამაღვიძა…
9:30 საათმა გამაღვიძა…
10:00 საათმა გამაღვიძა… ხო კაი… ავდექი… ფრენა საღამოს გვაქვს და სულაც არ გვეჩქარება… მარიმ გუშინ მთხოვა, თორმეტი საათისთვის გამაღვიძეო… არ უნდა დამავიწყდეს… ასე ადრე რატომ ავდექი?! l2-ის ოფიციალურ სერვერზე სატესტო რეჟიმში გაეშვა ახალი პატჩი… Gracia Final… (omg… როგორც იქნა გვეღირსა, 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ველოდებით… ) ხოდა წუხელ განახლებაზე დავტოვე l2–ის კლიენტი… დიდი სურპრიზები მელოდა დილით… ახალი ლოკაციები და ახალი სამყარო… ახალი შესაძლებლობები… (შემდეგში უფრო კონკრეტულად).
10:30 სად მცალია საფიქრელად… რა მაგარია ფრენა…
11:00 ტანსაცმელი მაინც ჩამეცვა, ჰა? კაი იდეაა… DONE
11:30 უი, მშია?! კი, თან მარი უნდა გავაღვიძო…
12:00 ვაღვიძებ მარის…
12:30 ვაღვიძებ მარის…
13:00 მარის გაღვიძებაზე ერთი ცალკე თემა უნდა დავწერო…
14:00 დავკარგე იმის იმედი, რომ მარი 2–3 საათამდე გაიღვიძებს…
15:00 ომგ, გაიღვიძა…
დაიწყო “ფაცური”… “აგვიანდება”…
დავაწყნარე, ავუხსენი რომ ძალიან ადრე დაგვიანებისთვის… თან ბარგი ჩალაგებულია…
17:00 ტაქსი გამოვიძახეთ, ვვარაუდობთ რომ 1 საათი დაგვჭირდება აეროპორტამდე მისასვლელად… მაინც შორია…
17:30 უკვე აეროპორტში ვართ, ზღვის მხრიდან წამოგვიყანა ტაქსის მძღოლმა და 20 წუთში ადგილზე ვიყავით…
18:00 რეგისტრაცია გავიარეთ, ჩასახდომ დარბაზში გადავედით… ლეპტოპზე გავერთეთ ცოტახანს.., დრო გაგვყავს… ხო, მართლა ჩემი დღევანდელი სიფათი 5 წლის წინანდელს საერთოდ არ გავს და ძალიან ეჭვის თვალით მიყურებდნენ პასპორტ–კონტროლზე… სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს “ქსივამ” გაჭრა, ახალი აღებული მაქვს და ზუსტად მგავს
)
18:30 საფრენ ბილიკზე გაგვიყვანეს ავტობუსით… ფიმფრინავი მთლად კარგ ვიდზე ვერაა… რუსული TY-134 (ტუასოცდათოთხმეტი)… გარედან ცოტა შელანძღულია…
18:45 საკვირველია, მარა ზუსტად დროზე ავფრინდით… მარი ცოტა ანერვიულდა… ცოტა… მარა ვერ მოასწრო ნერვიულობა, 30 წუთში უკვე დაფრენა დავიწყეთ…
19:30 ერევანი შემოგვეგება პატარა ბიჭის სახით…
რომელმაც გვთხოვა გავყოლოდით ყველა მოსაცდელ ოთახში… იქიდან მე და მარი გამოგვყო (დანარჩენები მოსკოვში მიფრინავდნენ) და აერეოპორტის გასასვლელისკენ გაგვიძღვა… ჩვენი აეროპორტი გაცილებით ლამაზია
მაგრამ ამათ უფრო დიდი დუტი–ფრი აქვთ
ბარგი ავიღეთ, გავედით და უამრავ ხალხში ნაცნობი სახეები ვერ შევნიშნეთ… მაგრამ სად იყო და სად არა, ზვიადი გამოეყო ბრბოს და თავისი გამოჩენით გაგვაბედნიერა… ![]()
xx:xx არ მახსოვს დრო, სასტუმროში მივედით ზვიადის მანქანით… დავლაგდით… ხო, ფოიეში GioMac შეგვხვდა, ვიღაც ორი უკრაინელი მოიყვანა.
მერე მაკასთან შევედით, ყველა იქ იყო, ზვიადი, ია, პიკო, თინი… მგონი დიდხანს არ გავჩერებულვართ იქ, გვეძინებოდა… წამოვედით… წყალი გადავივლე და დავიძინეთ… ხვალ დიდი დღე გველოდა…
P.S. მადლობა ყველას ვინც ეს “შემეცნებითი მოგზაურობა” მოგვიწყო… (ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”)…
ერევანი Live
დიდი დარბაზი… ძალიან საინტერესო თემა:
როგორ ავაფეთქოთ ბომბი ბლოგზე…
პირველი პრეზენტაცია, რომელიც მომეწონა
საუბარი მიდის იმაზე, როგორ უნდა დავწეროთ პოსტი…
მომხსენებელი ძალიან user-friendly–ა…
აი ლაიკ ზის პრეზენტეიშნ… ![]()
P.S. ამ საღამოს დავწერ, ჩვენი მოგზაურობის შესახებ. ![]()
