Bad Day & IT Reality

დღე წუხანდელი ღამიდან დაიწყო… ცუდად… ასე 2–სკენ ჩემს კომპს სასწაული ვირუსი შევყარე, თან ისე, რომ ვიცოდი, რაღაც ნიტოს ვხსნიდი, მარა ლაპარაკში გართულმა, მაინც ჯიუტად დავაჭლიტე მაუსის ისარი “რაღაცბანძიპროგრამის” ფეიკ ვარიანტის იარლიყს… უცებ გამოვფხიზლდი, სანამ უკუჩვენებები და გულისრევები დაეწყებოდა, გავხსენი ანტივირუსი და აფდეითის კეთება დავიწყე (და რატომ მქონდა გამორთული ავტომატური განახლება?! – ჰზ)… მაგრამ, უკვე გვიანი იყო… დავკარგე… სიკვდილის დრო 3 საათი და რაღაც წუთები…

ღმერთო ჩემო, რაააააააააატომ?

გუგლმაც ვერ მიპასუხა ამ კითხავაზე… არსებული ვირუსისთვის, წამალი ჯერ არ გამოუგონებიათ… ასე რომ ჩემი ფაილების 40% ნაფიგ წავიდა… რა აღარ ვცადე, ანტივირუსი განვაახლე, სეიფ მოუდიდან გავეშვი და იქ გადავატარე (ნორმალ რეჟიმში ანტივირუსის სკანირების დროს კომპი ითიშებოდა)… მარა არაო…. გავიდა გაღმაო… მარილზეო… ახლა საქმე იმაში კი არაა, რომ რარაც ისეთს დავკარგავ რასაც ვერ აღვადგენ (ჩემი ბლოგი მთლიანად ეფტეპეზე დევს, თავისი სმაილების და თამაშების გვერდებიანად)… ზემოხსენებული ვირუსი მარტო .exe/html/htm/rar ფაილებს აზიანებს, ნუ html–ში უბრალოდ iframe-ის კოდს სვამს (შველებადია ეს), მარა ბევრი ფაილები მქონდა და მეზარება სასტიკად კოდებში ქექვა და რანდომ დაგენერირებული კოდის შლა…

კაროჩე მერე ნელნელა გადავაგორე დღე… საღამოს კიდე ერთი სლეობა მახარეს, ჩემს განცხადებაზე (2 დღით რო ვითხოვე გათავისუფლება ბარკემპისთვის) რეზოლუცია არ დაუდია თავმჯდომარის მოადგილეს და დღეს კიდე თავმჯდომარე არ იყო… ხოდა ხვალ გავიგებ პასუხს… აი ჰოუპ, ყველაფერი კარგად იქნება, ისედაც აღრენილი ვარ ამ სამსახურზე კარგა ხანია. თან ახლა კრიზისიო, ესაო, ისაო… ხოდა შეიძლება ხელფასებმა დააგვიანოსო. და ნუ ნახ…

მოკლედ, ახლა სამსახურიდან სახლში რო წავალ, დამთავრდება ეს სლე დღე და კარგი დაიწყება.

კსტაწი, ახლი თამაში ( Bike Mania 2 ) დევს დღეს და ამაღამ შევცვლი, მოასწარით, ვისაც მოგეწონათ…

ხო, ცოტა რამ აიტიშნიკებზეც:

– უცხო ქალთან სექსის დროს პრეზერვატივის საჭიროების შესახებ ყველაზე კარგად აიტიშნიკს ესმის:
მან იცის, რომ firewall აფუჭებს connection-ის ხარისხს, მაგრამ როცა საქმე ეხება “untrusted software”–ს, მაშინ security უპირველეს ყოვლისა!

– აიტიშნიკისთვის ცოლი Local Disck–ია, საყვარელი – Removable Storage.

- ცოლებო, ნუ დაუწყებთ აიტიშნიკ ქმრებს მიკიბულ–მოკიბული ენით და ქარაგმებით ლაპარაკს, თორემ შეიძლება მეორე დილით საწოლთან მიკრულ ბარათზე “მიყვარხარ”–ის მაგივრად დაგხვდეთ წარწერა – 100101000101…

– თუ აიტიშნიკი ყოველ დღე სახლში გვიან მოდის და მეორე დილით არ ახსოვს წინა დღით რას აკეთებდა, არ დააბრალოთ სიმთვრალეს, უბრალოთ შეამოწმეთ ბიოსის ელემენტი…

– თუ აიტიშნიკი 1 საათია ზის კომპიუტერთან და არ იღებს ხმას… ზნაჩიტ – “დაეკიდა”… გადატვირთეთ…

– არ მოკლა აიტიშნიკი, ისიც ხომ ბუნების შვილია…

7 Comments

Leave a Reply