Last 2 Weeks
დიდი ხანი არაფერი დამიწერია.. თითქმის 2 კვირა… ჯერ იყო და ჩემი ბლოგი ურევდა… უფრო სწორად ბაზები, რომლებიც მიბმულია ძრავაზე… მთელი ერთი ნერვიულად ვარეფრეშებდი hhtp://spieler.ge-ს, უშედეგოდ… როგორც იქნა გაეშვა… მადლობა შილენს, ყველაფერი გადარჩა ![]()
ნუ მოკლედ, მთავარი სიახლე ჩემს ცხოვრებაში ის არის, რომ l2-ს დავუბრუნდი… ბევრს გაუხარდა კლანში ჩემი დაბრუნება… მგონი არავის ეწყინა…
არ ვიცი… მარუსა მთლათ ენთუზიაზმით არ შეხვდა მაგ ამბავს, მაგრამ გადაიტანა :2kiss: ჩემი 78 ლეველის ჩარ (65 ლვლ სუბით) ისევ ისე მელოდა თითქოს გუშინ დამეხუროს თამაში…
Welcome To the World of Lineage 2
ნაცნობი ფრაზა და ნაცნობი, თბილი სამყარო… მომნატრებია აქაურობა, ჩემი კლან ჰოლი რუნში…
სასწრაფოდ შევუდექი სუბ-კლასის ლეველინგს… 1 კვირაში ჩემი შედეგია 6 ლვლ… (65-დან 71-მდე)… ნორმალურია?! არა, სასტაულია ![]()
მოკლედ, შევეშვათ ლ2-ს ცოტა ხნით…
სამსახურში დიდი სიახლეები მოხდა… უფროს დაგვინიშნეს… ისეთივე უცოდინარი და გაურკვეველი IT-სფეროში, როგორც წინა იყო… რას იზამ… მთავარი ცოდნა არაა… მოგვიწევს ახლა ამას ვასწავლოთ, რა არის ჯეკი, ჯეკერი, რას ნიშნავს RJ-45 ტიპის კონექტორი, რატომ გვჭირდება USB-DVD-RW… მოკლედ ბევრი რამ… რა დალევს სასაუბროს საყვარელ უფროსთან… შემიძლია უკვე სიამაყით ვთქვა, რომ ვემთხვევით IT-crowd-ის სიუჯეტს… ვინაიდან ჩვენი ახალი უფროსი ქალია… :bis: უკვე როლებიც დავინაწილეთ…
კარენ პ. = რიჩმონდი… (მთელი დღე სერვერების ოთახში ზის, გამხდარია და ხანდახან ზუსტად ამ პერსონაჟივით იქცევა)…
ზაზა – მოსი – მოწოდებით “ჩხიკინა” , პაინიკი რო ევასება და მობილურებიდან დაწყებული ყველა დივაისი რო ესმის… (ნუ ვიდზე არ აგვს, თორე ისე ზუსტად ასლია).
მე – როი – ზომიერად ფერხორციანი… ზომიერზე მეტად პოხუისტი… და უფროსების დაგოიმების მოყვარული აიტიშნიკი…
ნუ ვისაც ნანახი არ გაქვთ ეს სერიალი, ძალიან დიდი რჩევაა უყურეთ, მით უმეტეს აიტიშნიკებს მოეწონებათ და ბევრი თავის თავს ამოიცნობს:
P.S. პრიკოლი იქნებოდა, ამათ რომ გლავნი უფროსი ყავთ, ეგეთიჩვენც რო მოგვცა, გავერთობოდით მაინც..
ხო… კიდე რა…. კიდე ის, და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ კვირას (ნუ ხვალინდელი დღის კვირას) ერევანში მივდივართ… ამაზე ცალკე მინდა პოსტის დაწერა, უბრალოდ აქ ჩავაკვეხებ ![]()
უი, მართლა… ფსიქოლოგიას მივყავი ხელი… ნუ რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ვიღაცის “ფსიქოლოგი” ვიყავი… ან რამდენიმე ადამიანის ერთად… კარგადაც გამომდიოდა… ბევრი ამბობს რომ დავეხმარე… მაგრა ახლა ცოტა გავიჭედე მგონი… ჩემი ახალი “პაციენტის” მდგომარეობა გაცილებით რთულადაა, ვიდრე სხვა დანარჩენი შეთხვევა… ვურჩიე პროფესიონალ ფსიქოლოგთან წადი-თქო… მაგრამ ვერ გადაწყვიტა ჯერ… ხოდა არ ვიცი, როგორ დავეხმარო… ჩვენი ტოლია და იმდენი ცუდი გადახდა უკვე თავს, ფიქრის ეშინია… მოკლედ არ ვიცი, ველაპარაკები და ვცდილობ, მომავლის იმედი გავუჩინო დასაწყისისთვის… თან ეს ყველაფერი თამაშში ხდება და ცოტა რთულია, როცა ადამიანს პირადად ვერ ხედავ, ზუსტი რჩევა მისცე…
ვნახოთ, რა გამოვა…
კიდევ ერთი… ჩემი ლინიჯის ჩარზე მინდა რამე ისტორიის დაწერა, მონახაზები გავაკეთე უკვე.. მალე შემოგთავაზებთ პატარა “თავგადასავლს”…
ახლა წავედი… მშია მე!
ty 4 the party… bb… gl…

Sweet Baby Girl says:
დიდება შენს დაბრუნებას! :ბის:
:*
heh, gz . back to our world ^^
velodebi istorias shen hcarze ^^
ლ2-ს რომელ სერვერზე თამაშობ? მე დავიწყე ლ2.რუ-ზე ეხლა
http://www.lineage2.com
#Teon
ევროპული ოფია… )
ველქამ ბექ კოწიკ : )
ფსიქოლოგობაზე არ ვიცოდი.. ეს პლისუაში შენში… ნუ და, როგორც ჩემში… : )
)
ეგ სერიალიც საკაიფოა… ადრე ვნახე 3ვე სეზონი…მარა ჩემი თავი ვერ ვიცანი..
ხო მაგათნაირი უფროსი არ გაწყენდათ ))) ..
აბა ბედნიერი მგზავრობა … ერევანში… :* ..
და იმედია რო ჩამოხვალ მერე მაინც დამახვედრებ geokbd-ს
მადლობა ბიძია
ისე, არ გინდა მერე მომეხმარო და დამაყენებინო ქართული კლავა? :p
რახან ბლოგს დაუბრუნდი, რაღა გვჭირს )))
შპილ, არანაირი რჩევები, მარტო კითხვები, ეგ საკმარისია )))
აუ და ლინეიკა მეც მომენატრა, პროსტა კომპი ვეღარ გაქაჩავს )))
არც ვურჩევ რამეს… ისეთ სიტუაცია აქვს, რა უნდა ვურჩიო?! უბრალოდ ვცილობ ვალაპარაკო და რაც ჩადებული აქვს გულში და რისიც ეშინია ვათქმევინო რო მოეშვას ცოტა
მგონი სწორად ვაკეთებ ყოლიფერს…