Archive for February, 2009

მარუსა :)

ხან ფაფუქკი… ხან უხეში…
დღე მზიანი… წვიმა თქეში…

ხან საღამო… ხანაც დილა…
ზოგჯერ ქოხი… ზოგჯერ ვილა…

ხან იაქე… ხანაც შაში…
მშვიდი ვირი… ლაღი რაში…

ცივი წყალი… ცეცხლის ალი…
ხან პაპსა და ხან მეტალი…

ნაზი კოცნა… ჰარდკორ სექსი
ხან მოთხრობა… ხანაც ლექსი…

ხან ეშმაკი და ხან ღმერთი…
ხან Mac Book Pro… ხან პე ერთი… (//პენტიუმ ერთი)

ძირს პადვალი… მაღლა სხვენი…
“oh, my god”… “წატი, შენი…”

ხან გლდანულა, ხანაც ვაკე…
ზოგჯერ ჭაჭა… ზოგჯერ საკე…

ხან ugly… ხან მშვენიერი…
ხან მარი და ხან ჯუმბერი…

:D

Tags: , ,

ქალაქი…

ქალაქში ყველას ერთი სახე აქვს
შეკრული შუბლი, დახშული ბაგე
უაზრო მზერა, შენი არ მჯერა
ზიზღის ისრები მოვიმარაგე.

სიმყრალე ქუჩის, ქალის თითები
გახსნას ლამობენ შარვლის ღილების
და ამ თითებზე დაღვრილი სპერმა
არშემდგარი ბრბო შენი შვილების.

ის ოცდაათი ბინძური ვერცხლი
ისევ ჩხრიალებს ტყავის ქისაში
და საუკუნის კითხვად კვლავ რჩება:
“ვისია ვისაში?!”

აქ ტყუილისთვის ჯილდოს მოგცემენ
სიმართლის ცოდნა არავის უნდა
სიტყვა “სიყვარული” ენიდან ამოიღეს,
სიტყვა “მეგობრობა” უკვე გადახუნდა.

გაყიდე ლექსებით სავსე ფურცლები
მიზანი ერთია – ავივსოთ მუცლები.

ნაგვით მოფენილ ქუჩებში
მივიკლვევთ გზას და მივდივართ,
ჩვენ ყველა ფეხებზე გვკიდია,
ჩვენ ყველას ფეხებზე ვკიდივართ.

PS. აგი სიმღერაა და არა ლექსი..

Tags: , , ,