Archive for September, 2008
GE-ორგია – (ს.ლ.ე.)
2184 წელი თავის ბოლო დღეებს ითვლიდა… ჩინური თბილისის ქართულ უბანში ფანჯრებიდან ბჟუტავდა სუსტი სინათლე…
- როგორც პაპაჩემის პაპა ამბობდა (თურმე), ერთ დროს ეს ქვეყანა ქართველების ყოფილა შვილო, მაშინ ეს ჯიშგასაწყვეტები სულ რამდენიმე ასეულნი იყვნენ ამ ქალაქში, ახლა ხომ ხედავ, 15 ოჯახიღა დარჩა ქართული… ძაღლებიც კი ჩინურად ყეფენ კაცო, გაგიგია ასეთი რამე?
- ბაბუ, ბაბუ… რა ენაზე ლაპარაკობ? – იკითხა უმცროსმა ლიმ ჩინურად…
- ეჰ… – ბაბუამ იაფფასიანი სიგარეტის კვამლი რგოლებად გამოუშვა პირიდან და წითელ ჩინურ ჭაღს შეხედა… – გუშინ ერთი კიტაიოზი მეუბნება ”რა უნიჭო ხალხი ხართ ეს ქართველები, ამდენი ხანია ჩვენს სამშობლოში ცხოვრობთ და ჩინური ვერ ისწავლეთო”, როცა ვუთხარი აგი შენი სამშობლო კი არა, ჩემიათქვა, გაეცინა… ”შენი იყო, ახლა ჩემიაო”… ერთი მეუბნება, ”ნუთუ არ გცხვენიათ, კეტების და წვრილმანი იაფფასეულობის ყიდვით რო ირჩენთ თავსო?!”… ეს მართლა 2 ლარაინ კეტებზე გაზრდილები…
- ბაბუ, შენს სვირინგზე მოგვიყევე რა, რა გაწერია მხარზე…
- რა მაწერია შვილო და – გეორგია…
- ეგ რა არის ბაბუ?
- ერთ დროს ეს საქართველოს ნიშნავდა შვილო… ახლა ამ სახელის ქვეშ ჩვენი და მეზობლის რამდენიმე ოჯახიღა ერთიანდება…
- ბაბუ, ჩინურად ”გე” დიდს ნიშნავს…
- მართალია ბაბუ, ადრე თუ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი ვიყავით, ახლა დიდ და ძალაანარბარ ორგიაში ვართ ჩართულები… ვისაც უხარია ჩვენ გხმარობს, ვისაც არ უხარია და მაინ ჩვენ გვხმარობს…
- ბაბუ, არაფერი მესმის, შენ ისევ უცხო ენაზე ლაპარაკობ…
- კარგია, თუ არაფერი გესმის, როცა ყველაფერს გაიგებ, ე მანდ დაგენძრევა შენც…
- ბაბუ, ჩინელები ასე ცოტანი რო ვართ რისი ბრალია? სულ რაღაც 8 მილიარდ 932 მილიონი ჩვენი ეროვნების წარმომადგენელი დავრჩით მსოფლიოში… გუშინწინ ტელევიზორში გამოაცხადეს, მსოფლიოს არაჩინური მოსახლეობა 2 ადამიანით გაიზარდაო, ანუ უკვე 114 არაჩინელია ამ დედამიწაზე… ბაბუ ეს კატასტრიოფაა ხო? ის 2 ადამიანი ხო ჟანგბადს სუნთქვას? აღარ გვეყოფა ჩვენ ჰაერი…
- ვაი, შენს პატრონს, შვილო…
- რ თქვი ბაბუ?
- არაფერი ლი, ნუ ნერვიულობ, თორე ბევრ ჟანგბადს ხარჯავ-თქვა…
უცებ რაღაცამ გამოაღვიძა… თვალი გაახილა… 145 მარშუტკაში იჯდა… უფ… სიზმარი ყოფილა… ახლა უკვე აშკარად იგრძნო მუჯლუგუნი ნეკნებში… შეტრიალდა და… ასე 20-ოდე წლის ჩინელი გაღიმებულილი შესციცინებდა თვალებში:
- ბიზია, სენი წირიმე, კეწები იკიდე ლა ორ რალად, ცემი ლამაზი ხათლით ლა… – ჩაარაკრაკა პატარა კიტაიოზმა ქართველი თარჯიმნის დაწერილი ფრაზა…
- შვილო, იცი რა?
- სრა?
- რა და შენი ჯიშიც მოვტყან…
- ვერ გავიგე?
- ალაუსავს – ენა მოუჩლიქა ქართველმა, მარშუტკა გააჩერა და ჩავიდა…
———-
უცნობი ავტორი
2018 წლის გაზაფხული
Blogger Party – (”კაი დროსია” პოსტი)
მოკლედ, იმდენი წერეს ამ ბლოგერ-ფართიზე, რომ რაღა უნდა დაამატო კაცმა, რიავიცი… მარა მაინც წავამატებ რამე-რამეებს…
დილა დაიწყო ასე…
ვახელ თვალებს…
- მარ, ადე, პირველი საათია… შენი ამბავი რო ვიცი საღამომდე ვერ გაემზადები…
- (…) – ანუ იმ ბგერებს ვერ გადმოვცემ, რითაც მარიმ მიპასუხა… (ქართულში არაა მაგფერი ასოები)… ტიპა, გავიგეო (ალბათ მაგას ნიშნავდა).
ავდექი მე, ხელ-პირი დავიბანე… პეპსი გამოვიღე მაცივრიდან და წავეი ჩემს კომპთან… დავჯექი (ნუ თავიდან ვიდექი, მერე გამახსენდა, რომ კომპიუტერთან ურთიერთობა დამჯდარ მდგომარეობაში უფრო მოსახერხებელია)… ცოტა წავითამაშე… ჩემი იარაღი +10-ზე დავაენჩანტე და მხიარულული ღიმილით გავემართე საძინებლისკენ…
მარის ისევ ეძინა…
- მარუს, ადე რა… დაგვაგვიანდება… 2 საათია…
- (…) – ისევ ის უტყვი ბგერა, რომლის გასაგებადაც ალბათ გერასიმეს (ასე ერქვა მგონი მუმუ-ს პატრონს) სიმუნჯის ნიჭია საჭირო…
გამოვედი ოთახიდან… დავიწყე სამზარეულოში თეფშების რახარუხი, ვიფიქრე გეღვიძებათქო… შენც არ მომიკვდე… აი მანდ თავი დამარცხებულად ვცანი მარის ძილთან ჭიდილში და დავუბრუნდი ჩემს კომპიუტერს… ცოტა Cisco (სისკო და არა სისკი) წავიმეცადინე… და ასე ერთი საათის მერე, უკვე შტურმით ავიღე ჩვენი საძინებელი…
- მარ, დაგვაგვიანდა… – ჩავჩურჩულე…
- ჰა? რა? რომელი საათია? ჩუსტები სადაა? შენ რატო არ გაცვია? წყალი მოდის? სოსო ჩამოვიდა პავლიაშვილი? – ეს არის იმ კითხვების მცირე ჩამონათვალი, რაც მან წამის მეათედში დამისვა…
აუფ…
როგორც იქნა აეფხიკა ლოგინს და შევიდა აბაზანაში…
დიდი ხანი რომ არ გამოვიდა, შევძახე – ”მანდ თავს ვერ დაიღრჩობ, წყალს ვერსად დააგუბებ-თქო” (დუშ-კაბინა გვაქვს მარტო)… დამიჯერა…
4 საათი იყო…
5 წუთის მერე დაიწყო პოდიუმი სასტუმრო ოთახიდან ჩემს კომპიუტერამდე… ”ეს წავა?”… ”ეს მაიკა ამ შარვალს უხდება?”… ”ფეხსაცმელი არ მიდის, ხო?”… მოკლედა დამენძრა… მარა არ შევიმჩნიე (მგონი).
ასე გაგრძელდა დაახლოებით 2 საათი… თან ყველა შემოსვლაზე მეუბნებოდა ”ჩაიცვი”…
ასე გაგრძელდა კიდე 1 საათი… მე ჩავიცვი, მარი ისევ ემზადებოდა…
როგორც იქნა გამოვედით (ალილუია…)
ნუ ისე გავიდა 3 საათი, არ დამიჩქარებია… ხოდა როცა სიგარეტისთვის მაღაზიაში შესვლა გადავწყვიტე, მაშინ აღმოჩნდა 2 წუთი და 11 წამი გადამწყვეტი და გადაირია ჩემი ცოლი ”რა დროს სიგარეტის ყიდვაა, გვაგვიანდებაო”…
მაღაზიიდან რომ გამოვედი, მისაყვედურა: 144-მა გაგვასწროო (მეტროთი ნდომია წასვლა)…
ტაქსი გავაჩერეთ…
გზაში დავასკვენი, რა კარგია ტაქსი, რომელსაც საქარე მინაზე არ აქვს მიმაგრებული უკან საყურებელი სარკე (ო, იეს) და ტასქსისტი ბიძია ეჭვის თვალით არ გიყურებს, როგორ გაქვს ხელი გადახვეული ცოლისთვის. (შენი ცოლისთვის!).
მივედით მაკდონალდსთან… ვნახეთ კოკოლა (იგივე კოკოლა) და გიო (იგივე სექრეთს)… ვიყიდეთ საკვები… (კოკოლა დიეტაზე იყო, ასე თქვა: ”ბავშვობაში 30 კილო ვიყავი და გუშინ რო ავიწონე 2 კილო მომიატებიაო”… დეპრესია ჰქონდა (2 ცალი)).
გამოვედით მაკიდან… მე და ჯიმი (იგივე კოკოლა) გადავედით ზემელში, ცოტა მსუბუქ-ალკოჰოლური სასმელის საყიდლად… ავიღეთ 5 ქილა ბალტიკა და ჩიფსები…
დავბრუნდით გაჩერებაზე… გავაჩერეთ ტაქსი და ჩავედით თავისუფლების მეტროსთან… მანქანიდან გადმოსვლისთანავე, თვალში ნაცნობი სახეები მომხვდა… დეკა ასოცდამერამდენღაცე (მგონი 136 – იგივე ერთერთი ბოღმა), როგორც შემდეგ გაირკვა ერთ-ერთი ნანანინოათაგანი (მგონი ნანა) და მისტერ მროველი, რომელიც ნერვიული ნაბიჯებით დაიარებოდა მეტროს შესასვლელის წინ… რა ანერვიულებდა? (ოო, მაგას მერე გაიგებთ)…
ეს სამეული დარჩა მეტროსთან (როგორც შემდეგ აღმოჩნდა საყიდლებზე მიდიოდნენ), მოსულებმა გზა გავაგრძელეთ, ვიარეთ სუნიანი კიბეების ხეივანში და… მივადექით შეკრების ადგილს… წუნარი, მშვიდი უბანი… ხის კიბეები… ლამის თავი ავარტყი ასასვლელში… და აი აქ დაგვხვდა დიდი წინაღობა… მაოს სახლის კარი… ეჯაჯგაურა მარი კარებს, მაგრამ უშედეგოდ… ბოლოს ჩემი ჯადოსნური ხელების ფაქიზი მოძრაობით კარი გავაღე… სახლში დაგვხვდა მაო, ლიკა, ჯოკეი და მარო…
მოკლედ, მაოს სახლის დიზაინით ფრიად ნასიამოვნები დავრჩი… მყუდრო და კაი პონტი იყო… მომეწონა ”სტენკა” კედელთან
(ფრიად).
შევედით… დავსხედით… ცოტა ხანში მოვიდა ჯოლსკი (იგივე პოლსკი), ხოდა დავსხედით მე კოკოლა და პოლსკი დივანზე და გავაბით ფრიად თბილი საუბარი ლინიჯზე, მარა ვინ გაცალა… ესაო, ისაო, ლ2 არაო…
შემდეგი იყო ჯენი (იგივე აივერსონი, იგივე ”აივერსონ ლაიქს რეიდიოჰედ” – ეს მირკში იყო მგონი ბევრი წლის წინათ) თავისი ყოვლისმხედველი ფოტოაპარატით
მერე მოვიდნენ ბოღმები და მროველი… მერე მოვიდა ”გ”… ბოლოს კი მოვიდა ნინა…
და მერე მოხდა ის, რასაც ალბათ ყველა ბლოგერის ბლოგზე უკვე წაიკითხავდით… ტაკ შტო ნე ინწერესნო…
თან დრო არ მაქვს, სახლში უნდა წავიდე აწი :ვოტ:
ხო, მაროს თხოვეთ რა ჩემს ბლოგზე დაგამატოთ ვინც არ ხართ
და კიდო დაგაბექლინკოთ თუ რაღაც როა…
