Archive for September, 2008

ისევ ლექსი სამსახურზე და NEO

ხოოოოდა, მოგესალმებით ჩემი ახალი დიზაინით… პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ ეს მხოლოდ დიზაინის ცვლილება არ არის… შეიცვალა ჩემი ბლოგის ძრავა… ანუ, ახლა იგი გაცილებით სწრაფი გახდა ტექნოლოგია “ნეო”-ს დახმარებით… ეს ტექნოლოგია ვინმე რამანის ნაღვაწია და თავის თავში მოიცავს აჯაქსის საუკეთესო ელემენტებს. ახლა თუ ბლოგის მარჯვენა მხარეს Recent Post-ებს ნახავთ და რომელიმეს დააჭერთ, შეამჩნევთ, რომ პოსტის ჩატვირთვას დრო საერთოდ არ ჭირდება, ისე იცვლება როგორც ფლეშ-საიტებზე… მოკლედ დიზაინი ჩემია, ტექნოლოგია ვიღაცის… დიზაინის გარდა კიდო რაღაც-ღაღაცეები შევცვალე ძრავასა შიგან… კარქი არი რა… :)

ახლა რაც შეეხება, ზოგადად ამ რამდენიმე დღეს: პარასკევს ჩემმა სვერლო უფროსმა გამიუქმა შვებულებმა (კადრებიდან მახარეს), ხოდა ავდექი და გავაშანშალე განცხადება სამსახურიდან წასვლაზე, ორშაბათამდე გავძელი და კვირის პირველ დღეს ჩავედი უფროსთან… ბლიაწ… წასული იყო მივლინებაში… ეს განცხადება დავტოვე კანცელარიაში, მაგრამ ესაო ისა, ხო არ გადაირიეო, არ წახვიდეო და საბოლოოდ დამიხიეს განცხადება :) ისეთი თვალები ქონდა ჩემი კანცელარიის თანამშრომელს, შეწინააღმდეგება ვერ მოვახერხე, ვიფიქრე, პირდაპირ შევუტან განცხადებას ჩემს უფროსს რო ჩამოეთრევათქო… მერე სახლში მოვედი და გადავხარშე სიტუაცია, ხოდა გადავწყვიტე, სასწრაფოდ მოვძებნო ახალი სამსახური ჯერ… ხოდა ვეძებ ახლა ა…

ჩემს სამახურს კიდევ ერთი ლექსი უნდა მივუძღვნა, რომელსაც ახლა ექსპრომტად შევქმნი…

წელიწადი და ექვსი თვე გადის,
რაც ამ სლეობას ვემსახურები,
გაცვთა ყურები ამათ მოსმენით…
ჩაქრა თვალები ამათ ყურებით…

წყობილებიდან “გამობრძანებულს”
ერთი სურვილი ბევრჯერ მქონია
“იდი ნახუი” – მეთქვა ყველასთვის,
“ეგრე არ არის, თქვენ რომ გგონიათ”.

ხშირად მინდოდა დემონსტრირება
ამაყად მდგარი შუა თითების,
და გაოგნებულ სახეთა ფონზე
ჩათლახურ ტონით ჩახითხითების…

მაგრამ ვითმინე, გულს არ ავყევი,
საქმეს ვსაქმობდი ცივი გონებით,
“აიპი”-ს ვწერდი პოეტურ გრძნობით,
ქსელი გამყავდა ზე-შთაგონებით…

მაინც დამღალეს, გამაძრეს სიქა,
ბოლო bit-ებით აივსო RAM-ი,
განცხადებას ვწერ, უნდა წავიდე,
არ გავჩერდები აქ ერთი წამი…

სულაც არ მინდა, ვგავდე ჩემს ადმინს,
კაცს თვალშეჩვეულს “სლუჟებნი მრაკში”,
ოთხმოც რაიონს რომ აძლევს რჩევებს
და ოთხმოცივე რომ ხმარობს ტრაკში…

ხოდა ეგრე :)

შვებულება

სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოს თავმჯდომარეს
ბ-ნ გიორგი ვაშაძეს

ამავე სააგენტოს ინფორმაციული
ტექნოლოგიების განყოფილების
მთავარი სპეციალისტის
კონსტანტინე ბერულავას

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გთხოვთ, დამრთოთ ნება, ვისარგებლო კუთვნილი შვებულებით ამა წლის 15 სექტემბრიდან
10 სამუშაო დღის განმავლობაში…
პატივისცემით . . . . . . . . (ხელმოწერა) . . . . . კ. ბერულავა

2008 წლის 7 სექტემბერი

დაკმაყოფილდეს (გ. ვაშაძე)

——————————————————————————————-

ო, იეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეა… მეღირსა

ორშაბათიდან ორი კვირის განმავლობაში შემიძლია დილით არ გავიღვიძო ადრე, სამ საათამდე ვიძინო, ყირაზე გადავიდე, სადმე დასასვენებლად წავიდე მარუსასთან ერთად… მოკლედ, ვიგულაო რა…

პოხმელიე…

გამიჩალიჩა ჩემმა საყვარელმა მეუღლემ… გუშინ საღამოს დამირეკა და მთხოვა, ჩემებთან გამოდი, მეც აქ ვარ, ცოტა ხანს ვილაპარაკოთ, საჭმელი ვჭამოთ და სახლში წავიდეთ მერეო. დამეზარა, მარა არ ვაწყენინე… დერეფანში შესვლისთანავე ცხვირში ის სუნი მეცა, რომელმაც მაგრძნობინა, ვოტ, ახლა დაგენძრაო… ხელები გადავიბანე და ამაყად შევაბიჯე ”ზალაში”. იქ კი 3 მსმელი და პურისმჭამელი პიროვნება დამხვდა (მარის მამა, მისი მეგობარი და მეგობრის სიძე). ვავა ბაბაია… როგორც პატარძალს მოტყვნა არ ასცდება, ისე მე არ ამცდება დალევათქვა, გავიფიქრე და ღრმად ჩავისუნთქე. სტუმრების გაცნობის შემდეგ, რომლებიც საკმაოდ კარგი ტიპები აღმოჩდნენ, ადგილი დავიკავე სიმამრის გვერდით და ”ჩაფენა” დავიწყე… ერთი… ორი… სამი… ოთხი? კი ოთხი… მერე ხუთი… შავი ღვინო და არჩვის მწვადი ერთმანეთზე მაგრად მიდის, როგორც აღმოჩნდა… დავითვერი ე… თუმცა, სულაც არ მეტყობოდა… შუა სუფრაზე, ლექსომ (მარის მამა) თქვა, რაღაც გვაკლიაო… პიზდეეეც, მეთქი ახლა თუ ამან თავისი 15 ჭიქიანი ყანწი გამოიღო, პასტას და ფურცელს მოვითხოვ და დალევამდე ანდერძს დავწერთქო, მარა… მობილური აიღო და ვიღაცას დაურეკა, სად ხარ ამდენ ხანსო… 5 წუთში კარი გაიღო და ავთო შემოვიდა (მარის ბავშვობის მეგობრის – სანდროს მამა, ასევე ლექსოს მეგობარი). ნადიმი გამხიარულდა :) ავთო არის ტიპიური ქალაქელი, რომელიც თავისი მეგობრების გატაცებების გამო, სულ მალე ოპტიკურ სამიზნეიან კარაბინს იყიდის, მერე კომბლესავით ჭერში შემოდებს და არასდროს გამოიყენებს… ეს ლექსომ კარგად იცის და ფრიად ხალისობს ავთოზე… გუშინ მეც ვიხალისე, ზომიერების ფარგლებში და მათი ურთიერთობის დამკვირვებლის როლში… მოკლედ ამდენი დაძაბული სამუშაო დღეების შემდეგ, გემრიელად გავერთე…

ბოლოს, როგორც ყოველთვის, მარის მოეწყინა და წავიდეთო – შემომიჩნდა… აშკარად დასვენება მინდოდა მეც, ხოდა ხელსაყრელი მომენტის მერე, როცა ჩემი და მარის სადღეგრძელო მეორედ შესვეს, ბოდიში მოვიხადე და სუფრიდან გავუჩინარდი. მაიამ რაღაცეები გამოგვაყოლა, თან ბევრი, ხოდა ერთი ჩელენჯი ამ ყველაფრის სახლში ატანა იყო. როგორც იქნა დავძლიეთ ეს წინაღობა… როცა მთვრალი ვარ, მაშინ ყველაზე კარგად ვგრძნობ, რას ნიშნავს ”ჰოუმ სვით ჰოუმ” – გამოთქმა… დივანზე მივეგდე, მარუსამ მომიარა :) <3 თან ისიც მითხრა, მთვრალი ძალიან საყვარელი ხარო, არ ატრაკებ ხოლმეო…

ის იყო, დივანზე წამოვწექი და… ჩემმა მეუღემ დედამისის ნაჩუქარი ასაწყობი ”ვეშოლკა” (იგივე საკიდი) ამოიღო ყუთიდან… მოკლედ ნახევარი საათი მაგას ვაწყობდით, ტიპიური ”ლეგო”-ს სათამაშო იყო რა… ბევრი ნაწილებით და მცირე ინსტრუქციით… დედა ვუტირეთ, წარმატებით დავძლიეთ ყველა ”ბოლტი და გაიკა”…

შემდეგ წავედი და ცოტა წავილინიჯე… მომეწყინა ესეც…

დიდი ფიქრის მერე მე და მარიმ გადავწყიტეთ, დაგვეძინა…

დღეს დილით რაღაც საშინელმა გრუხუნმა და ზრიალმა გამაღვიძა… რო გამოვერკვიე, თურმე ჩემს მობილურზე დაყენებული მაღვიძარა ყოფილა… ვო ბლია, რაღაც ნიტო იყო… ვროდე ნორმალური მელოდია უკრავდა, თავში კი რეკდნენ ზარები… პპც… ეტა პოხმელიე… ავდექი, აბაზანა მოვიარე… თავი ხელით მოვისინჯე, ორი ზომით დიდი მაქვს აშკარად… სამსახურში წავედი… ახლა ვზივარ ჩემს ოთახში და 12 საათს ველოდები, რო თელასის სასადილოში გადავიდე და რამე ცხელი ვჭამო…

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ნასიამოვნები ვარ… დილას მივხვდი, რო მარის მშობლები მაგრად მიყვარს… ნუ დედამისი ხო გადაყოლილია ჩემზე, ძალიან თბილია… აი ლექსო ისეთი ტიპია, ჩუმად და თავისთვის რო უყვარხარ და ამას რო ვერ/არ გამოამჟღავნებს… გუშინ შევატყვე :)

მოკლედ, აი ემ კმაყოფილ ანდ დავოლენ ოფ გუშინდელი დღე…

სამსახური

დილას მოველ სამსახურში,
საქმე დამხვდა თავს საყრელი,
დამიხვრიტეს “ადგილები”
სადგისების გასაყრელი…

ჩავრთე ჩემი მარდი კომპი,
მივეძალო უნდა შრომას,
დღესაც დავრჩი კუჭ-გამხმარი,
ვერ ვახერხებ გამოძრომას…

აგუგუნდა “ზიმა-ლეტა”,
გაუცივდა კარენს წელი,
ტელეფონზე ლაპარაკობს:
“ცავატანემ, ინჩა ელი?!”

მოხსენებითს ამოვბეჭდავთ,
მოვითხოვოთ უნდა სვიჩი,
ვინც არ მოგვცეს მონათხოვი,
ის იყოს “Son Of The Bitch”-ი.

დავიარე უფროსობა
და შევუღე ყველას კარი,
ვისაც მე არ ვევასები,
ყველას ტრაკში ვთხარე სარი!

ბუღალტრებმა დამიძახეს,
გვჭირდებაო შენი შველა…
ვთხოვე: “ზაზას დაურეკეთ,
ნუღა მიტყნავთ ტვინს მე ყველა!”

ახლა უნდა მოვრჩე პოსტვას,
დავუბრუნდე ისევ ქსელებს,
მერე ალბათ მოწერთ რამეს,
თუკი შერჩათ ძალა ხელებს…

თბილისი, 2008 წელი, 5 აგვისტო…