Archive for October, 2007

მოკლედ – მაგრამ არც ისე მოკლედ…

დიდი ხნის სვენების შემდეგ, გადავწყვიტე რამე დავპოსტო (თუ დავბლოგპოსტო, თუ დავბლოგო… ნუ როგორცაა). ალბათ ამას დღიურის სახე ექნება და არამარტო დღიურის… შეიძება იყოს კვირეული… წლიური… აი, თვიურები არ იქნება…

დღეს დილით თვალი რო გავახილე არ ვიცი რამდენი ხმა ჩამესმა ერთად – მაღვიძარა საათზე, მობილურზე, კომპიუტერზე… არადა თურმე მარის დაურეკავს და გავუღვიძებივარ… (ლოვე)… ხოდა რის ვაივაგლახით ავდექი და ნელნელა ყველა მაღვიძარა გამოვრთე… ის იყო აბაზანისკენ უნდა წავსულიყავი ხელ-პირის დასაბანად, როცა ჩემდა საუბედუროდ შევხედე ლოგინს რომელიც ისე თბილად და მაცდურად მიღიმოდა რო ვერ მოვითმინე და ისევ დავწექი… გაღვიძების და ადგომის მეორე ცდა ერთი საათით გვიან უკვე წარმატებულად დამთავრდა… სასწრაფოდ ჩავიცვი (თბილად) და გავედი გაჩერებაზე… ჰოი საოცრებავ, 141-მა ეგრევე ჩამოიარა, ერთი ადგილი იყო და ჩემი ასვლა და პირდაპირი რეისის – თემქა – წერეთელი – დაწყება ერთდროულად მოხდა…

სამსახურში ეგრევე შემეგება წინააღმდეგობებით აღსავსე დილა (და არა დალი)… ანუ ლიფტი არ მუშაობდა (რაზეც არაერთხელ გავიხსენე ჩვენი ”ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების” თანამშრომლების და მათი თურქი პარტნიორების სანათესაო) და ფეხით მომიწია ექვსი სართულის ავლა… ჩშევედი ოთახში, ჩამოვჯექი სკამზე და…

დავიძინე…

არ მახსოვს რამდენი ხანი გავიდა… გამომაღვიძა კარში გასაღების ტრიალის ხმამ, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა გაღებული საკეტი ხელმეორედ გაეღო…

- რომელი ხარ მანდა? – გავძახე.
- კარენა ვარ – იყო პასუხი (კარენა ჩემი ქსელის ადმინისტრატორია).
- მერე არ გიცდია უბრალოდ კარების შემოღება?
- აა.. ღია იყო? – თქვა და ნეტა კარი არ გაეღო… ხელში 4 ცალი ვინჩესტერი (HDD) ეჭირა… ტანში გამცრა… ”კლონი ბლიად”… გავიფიქრე და ზლაზვნით შევუდექი ვინჩესტერების დაკლონვას…

სანამ ამ საქმეს ვაკეთებდი შესვენების (ქერო ”პერერივს” ეძახიან) დრო მოვიდა და ჩავედი ეზოში… მალე მარიც მოვიდა და იქვე ახლოს მყოფ სახაჭაპურეს შევაფარეთ თავი… (ან კუჭი). ასე 1 საათი ვილაპარაკეთ, მერე ბუსინა პრავის გაკვეთილებზე წავიდა… საღამომდე სლეურად გაწელილი დრო რო წარმოვიდგინე, ცოტა არ მესიამოვნა… მარა რაბოტა – ხეროვა, ნო დენგი დაიოტ…

როგორც იქნა მოვიდა საღამო, მოვედი სახლში. მარიც მისულა… მსნ-ში ვიჩატავეთ ცოტა ხანს… მერე ბლოგზე შემახედა თავისთან და იქ წავაწყდი ჩემი ბლოგის სახელის მისებურ ინტერპრეტაციას – ”ბლოგი რომელიც არ მუშაობს :( ((((((”… ხოდა გდავწყვიტე რო ავამუშავო… ხოდა აი ამ გადაწყვეტილების შედეგია ამხელა დღიურული ჩანაწერი… ეს პროსტო პირველია და მაგიტომაა დიდი… დალშე მოკლეები იქნება შედარებით… (განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით).

ოდააა ეგრე (c) Pinky…

წავედი ახლა ბუსკუნა, დავიძინო, შენს მეტი მაინც არვინ წაიკითხავს ამას :p ლობიუ… ძალიან ძალიან…

ეს სურათი მიყვარს ბურთ :)