ქმრების კლუბი

მოკლედ, გუშინწინ მომივიდა იდეა, გამეკეთებინა უცხოენოვანი ბლოგი .com-დომენზე. ხოდა ბევრი ვიფიქრე, რა თემაზე შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო წერა. და მოვიფიქრე…

ასე დაიბადა – http://hubbyclub.com (ვინც არ იცის hubby არის კნინობითი ფორმა “husband”-ის). ბლოგზე სავარაუდოდ დავწერ ქმრის ამპლუაში ჩემი “დიდი გამოცდილების” შესახებ. ნუ დიდია თუ პატარა არ ვიცი, მარა რო მუშაობს ის მეთოდები, რასაც ვიყენებ მარუსასთან ურთიერთობაში, ეგ ცხადია (მარის კითხეთ).

ცოლ-ქმარს შორის დიპლომატია არ უნდა იყოსო, ზოგი ამბობს, პირდაპირ უნდა აჯახო ყველა სათქმელი (და არა მარტო სათქმელიო) და არ უნდა ითამაშო სხვანაირი ტიპიო…


მაააგრამ… ერთი რამე ავიწყდებათ ამის მთქმელებს, იდეალური კაცი ყველამხრივ არ არსებობს! ტაკშტო, უნდა წაითამაშო, რომ ცოლი ბედნიერი გყავდეს.

შეიძლება მის გაკეთებულ საჭმელს კოკა-კოლას სასადილოში მოტანილი ჩაშუშული ჯობდეს…
შეიძლება არ მოგწონდეს მისი დალაგებული სახლი…
შეიძლება შენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს იმას, როგორ მოაწყობს რომელიმე ოთახს.
შეიძლება არ ხარ ისეთი პიზდეცრომანტიკული, რომ საღამოს შუქები ჩააქრო და სანთლის მოლიცლიცზე სინათლეზე შამპანური და მარწყვი ჭამო…

და ასე შემდეგ…

მარა… თუ შენ ეს ყველაფერი გაატარე და არ დაუფასე ამ ადამიანს, რომელიც შენთვის წვალობს, მთელი დღე ფუსფუსებს და საღამოსთვის ემზადება, რომ სურპრიზი დაგახვედროს (მიუხედავად იმმისა, მოგწონს თუ არა ეს სურპრიზი), უბრალოდ დაკარგავ მას…

მართალიც იქნება, თუ გეტყვის რომ დაუნახავი ჩათლახი კაცი ხარ! :)

ბევრმა ადამიანმა დაფასება არ იცის მეორე ადამიანის ნაწვალების. ან უბრალოდ ვერ ხედავენ.

ხოდა, გადავწყვიტე, მსოფლიო გადამერჩინა და გავაკეთე ზემოთხსენებული ბლოგი (http://hubbyclub.com), სადაც პატარ-პატარა რჩევებს დავწერ ხოლმე ახლბედა და არამარტო ახალბედა ქმრებისთვის :D

აი ასე!

ბლოგერ ცოლებს და ქმრებს (ან მომავალ ცოლებს და ქმრებს) შეუძლიათ შევიდნენ და “პროფესიული” რჩევები წაიკითხონ ხოლმე. :p

როგორ გავხადოთ ქალი უფრო ბედნიერი

11 Comments

  • LadyCrow says:

    აუ რა მაგარია :ჯუმპ:
    აღვფრთოვანდი, გავბედნიერდი, ავხტუანვდი და ა.შ.

    წარმატებები მაგ ბლოგს, არაა დასაკარგი ამბავი მაი.. :დ

  • piccolina says:

    wow
    მომწონს იდეა ))
    თან ყოველდღიურ ამბებზეც შეგიძლია დაწერო რომ დღეს ჩემმა ცოლმა ასე ქნა და დღეს მე ისე მოვიქეცი
    მაგარია ))
    თან ეგ რაღაც ცოლებმაც შეიძლება რომ გააკეთონ
    აი მე რომ გავთხოვდები მე გავაკეთებ ცოლების კლუბს )))

  • იცი, რა ბედნიერი ვარ, კვატ?…
    :happy: :happy: :happy:

    მაგარი ბლოგი იქნება! და ერთ-ორ თვეში ნახავ შენ რა პოპულარული გახდები!

  • რა კარგი იდეაა!! ყოჩაღ!

  • ERM0NIA says:

    ყოფილმა ქმრებმა რა ვქნათ? :D

  • Spieler says:

    @LadyCrow – thanks თინ :) ვეცდები არ ჩავძირო :პე

    @piccolina – ბლოგის პირველი “კომენტატორი” :) ხო პიკ, ალბათ ცოტა პერსონალ ბლოგიც იქნება

    @Sweet Baby Girl – <3

    @ჩორვენი – :bis:

    @Pink Panthere – 10x :D

    @ERM0NIA – შეგიძლიათ, კომენტარებში დაწეროთ, რატომ ხართ ყოფილები :D

  • ERM0NIA says:

    Spieler
    მაგდენი ინგლისური არ მეკერკება.

  • ERM0NIA says:

    ისე ბლოგროლში ჩაგსვამო ქე მითხარი ადრე და ვერ ვნახე ვერსად. :user:

  • Spieler says:

    @ERM0NIA ახლავე ჩაგამაეტებ :)

    ვოტ, ეგ არის :)

  • daliela says:

    ღმერთმანი მშვენიერი იდეაა!!! ყველას არ აქვს ასეთი საინტერესო ბლოღის გაკეთების თავი! რისფექთ იუ spieler!

Leave a Reply